გუშინ რაც ხდებოდა პარლამენტში-ყველამ ვიცით.
მიწა-წყალს ისე გვიყიდიან-არაფერს გვეკითხებიან.ქართველებს კი უცხოეთში აგზავნიან, რომ შიმშილით არ მოკვდნენ და ეს მაშინ, როცა პატრიარქი წლობით სთხოვს ქართველებს-დაბრუნდნენ უკან.
მაგრამ ბიძინამ-წადითო…
ნამოხვანჰესის მშენებლობის „იდეა“ მიშას ეკუთვნოდა, ვერ მოასწრო… სამაგიეროდ „ოცნებამ“ დაუსვა ბეჭედი.
საზოგადოება ღელავს, მეხუთე თვეა ღია ცის ქვეშ ათენებენ ადგილობრივები, უკვე მესამე აქციაა დანიშნული, ხელისუფლებამ გუშინ კიდევ ერთხელ დასცინა ქართველ ხალხს..
და ამ ფონზე მორიგი ნაქ-ქოცური „შოკური ეფექტი“, თურმე ბერა ივანიშვილს დედა შეაგინა ვიღაცამ, ბერამ ვიღაცა გაუგზავნა ვიღაცას, ვიღაცამ ჩაიწერა, ვიღაცამ გამოაქვეყნა, ვიღაცამ გამოძიება დაიწყო… ვიღაცამ გადაწყვიტა „შეაგინე ბერას“ აქცია მოეწყო…
აწრიალდა მთელი ნაც-ქოცობა, ვითომ ერთნი არ არიან, უბრალოდ სხვადასხვა მეთოდებით ევალებათ ერის გენოციდი.
წინა ხალხმრავალი აქციის დროს ნიკა მელიას სპექტაკლი წაუმძღვარეს წინ, რომ ხალხს ყურადღება ამაზე გადაეტანა, ქუჩაში გამოვარდნილიყო და გაყიდული ხეობა ყველას დავიწყნოდა-არ გამოუვიდათ!
ეხლა, მორიგი აქციის წინ ბერას „ჩანაწერები“ გამოქვეყნდა და ხალხს მოუწოდეს „თუ ჩმორები არ ხართ, გარეთ გამოდითო“. პარლამენტში რიონის ხეობის თემა განიხილებოდა, ქართველი ხალხი კი იმას არჩევდა-რომელ წელს აგინებდა ბერა ვიღაცეებს…
არც მარტვილში მომხდარი ფაქტია შემთხვევითი.. ესეც იკადრეს… ეკლესიას ცალკე გაუჩინეს საზრუნავი… კარგად ვიცით, ვინც იკადრა და რატომ.
სად იყო იმ დროს ქართველი ხალხი? რატომ არ გავაკეთეთ სოლიდარობის აქცია რიონის ხეობის დამცველების, უფრო სწორედ საქართველოს მხარდასაჭერად? რატომ არ შევიკარით ერთ გუნდათ თბილისში და ეს ხალხი გულში არ ჩავიკარით? ამაზე კარგ დროს როდის გამოვნახავთ თბილისში აქციის ჩასატარებლად? მაინცადამაინც ქუთაისში უნდა წავიდეთ? რატომ დავტოვეთ ეს ხალხი მარტო?.. ბერას „თემა“ ხომ უნდა გაგვერჩია? აბა როგორ?
ამას ჰქვია ზუსტად ბრბოს ფსიქოლოგია!!!
ნაცის შიშით ქოცებს ყველაფრის უფლება მოგვეცით, თორემ „ჩვენ თუ არ ვიქნებით, მოვლენ ნაცები დააა“… ცხრა წელია ამას დაგვძახიან და ბრბოსაც.. ეშინია!!!
სად გაქრა პიროვნული ცნობიერება? ვინ ვართ თვითოეული ჩვენგანი?
სად არის ჩვენი „მე“? სად არის ადამიანის ინდივიდუალური, ღვთიური საწყისი?
რამდენიმე დღეში ქუთაისში აქციაა დანიშნული და სამშობლოს ღალატში ერთნაირად უდევს წილი ნაცსაც და ქოცსაც.
ჰოდა ასე, შეთანხმებულად გვიდგამენ სპექტაკლებს.
ძალიან სასაცილოა,- სამშობლოს გვიყიდიან და იმაზე ვმსჯელობთ-იკადრებდნენ თუ არა იმას, რაც ჩანაწერებშია?
ხომ მივიღეთ პასუხი? ხომ გვითხრა ამ ახალგაზრდა ბიჭმა-ვიკადრე და კიდევაც ვიკადრებო? რა გვინდა მეტი? ეს არის მთავარი?
უარესები იკადრეს და გუშინ მშვენივრად გამოჩნდა საპარლამენტო კომისიის მოსმენაზე, დასცინეს ხალხს, ქსენოფობები უწოდეს სამშობლოს დამცველებს და ისე გაუშვეს.
ნაც-ქოც სპექტაკლი კი გრძელდება-ჯერ ნიკა მელია, მერე ბერა ივანიშვილი, ღვაწლმოსილი, მხცოვანი მეუფის შეურაცხყოფა ეპარქიაში, კიდევ რას მოიფიქრებენ ერთობლივად ყურადღების გადასატანად?
რაში იხარჯება ძვირფასი ენერგია?
ვინ უფრო საშინელია?-ნაცი თუ ქოცი?
ყველაზე დიდი საშინელება 1991 წელს მოხდა და მის მერე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
როდემდე ამდენი გულუბრყვილობა?
შეეწიოს უფალი მოაზროვნე ადამიანებს.
უფალმა მოგვცეს გული გონიერი.
ნონა აღდგომელაშვილი; სოციალური ქსელი