აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა Sputnik V დაამტკიცა. ამის შესახებ Report.az იუწყება.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ვაქცინა 50-ზე მეტ ქვეყანაშია რეგისტრირებული და ის COVID19-ის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია.
რუსეთში Sputnik V-ს ვაქცინით 6 მილიონი ადამიანია აცრილი.