ბასილაშვილმა გაიმარჯვა და 1/4 ფინალში ფედერერს შეხვდება

დოჰას ტურნირის მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც რეიტინგით 42-ეა, ტუნისელ მალექ ჯაზირს (262) შეხვდა და საკმაოდ იოლად 6:2; 6:2. დაამარცხა.

ნიკოლოზის შემდეგი მეტოქე შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი (6) იქნება, რომელმაც ბრიტანელ დანიელ ევანსს (28) სძლია (7:6, 3:6, 7:5).

ბასილაშვილისა და ფედერერის დაპირისპირება 11 მარტს ჩატარდება.

წყარო: sportall.ge