იმის უფლებაც არ დაგვიტოვეს, არჩევნებზე არ მისვლით პროტესტი გამოვუცხადოთ პოლიტსპექტრს… -ნიკო კვანჭახაძე

იცით სადაა ძაღლის თავი? იცით სად არის ხალხის დაკიდების სათავე? იცით რატომ ვცხოვრობთ ხალხი და პოლიტიკოსები სხვადასხვა სივრცეში და შინაურს და გარეულს სულ სირზე კიდია ქართველი ხალხის ხმა?!

ს ა ა რ ჩ ე ვ ნ ო კოდექსში!
ყველაფერია ამ კოდექსში გაწერილი – ცესკოს თავმჯდომარიდან ცესკოს დამლაგებლამდე, პარტიები, კომისიები, დამკვირვებლები… მოკლედ ყველაფერი ხალხის გარდა.
ჩვენ მაგ კოდექსში არ ვართ.
იმის უფლებაც არ დაგვიტოვეს, არჩევნებზე არმისვლით პროტესტი გამოვუცხადოთ პოლიტსპექტრს… მხოლოდ საკუთარი აქტივები რომ მიიყვანონ პარტიებმა არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება.
მაგიტომაც არის, რომ ვიღაც გაბღენძილ სირმანებს შეუძლიათ გამოაცხადონ, რომ არ გვაწყობს შედეგი, არ შევალთ პარლამენტში და ლეგიტიმაციას არ მივცემთო. სულ ერთ ადგილას გვახატია ჩვენი ამომრჩეველიც და სხვისი ორმაგადო. მერე ვიღაც გუშინდელი კომკავშირელი გამოვარდება ყოფილი “მოძმე” რესპუბლიკიდან და მეც მკიდია თქვენი ამომრჩეველიო, ან ვინმე კონგრესის ბიბლიოთეკის დამლაგებელი დაგვმოძღვრავს ოკეანის გაღმიდან.
ჰოდა თუ გვინდა ჩვენივე არჩეული და დაქირავებული ხალხისგან სათანადო პატივი და მზრუნველობა, უნდა დაწესდეს, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მოსახლეობის 75% მიიღებს მონაწილეობას. უცებ მოყომარდებოდა ყველაფერი. უამრავი ხალხია ოცნებით უკმაყოფილო და ვაბშე არ ეხატება გულზე არჩევნებზე წასვლა და ოცნებისთვის ხმის მიცემა, მაგრამ მიდის ვინუჟდენი, რადგან არსებულ რასკლადში ასიანი ნაცები მოდიან. ამ რეგულაციით – არც ქოცი არც ნაცი. დაიხურა ქუდი წავიდა სახლში. იმ პატარა პარტიებსაც უფრო მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ?

ნიკო კვანჭახაძე; სოციალური ქსელი