კინოთეატრი “საქართველო” იყიდება. მისი გასაყიდი ფასი 2.4 მლნ დოლარია (8 მლნ ლარამდე). კინოთეატრი “საქართველოს” მფლობელი კომპანია შპს “მერიდიანი XXI“-ია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ნუგზარ გიგაურმა განუცხადა, იყიდება მთლიანად კომპანია, რომელიც კინოთეატრის შენობას ფლობს.
გიგაურის ინფორმაციით, მიწის ფართი 2470 კვ.მ-ს, ხოლო შენობა-ნაგებობების ფართი 2695 კვ. მეტრია.
„მყიდველს არ ექნება არანაირი ვალდებულება, მათ შორის არც იმისი, რომ შეინარჩუნოს პროფილი. რაც შეეხება ინტერესს, ბევრი რეკავს, ინტერესდება, თუმცა კონკრეტული არაფერია” – აცხადებს ნუგზარ გიგაური.
როგორც სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს “მერიდიანი XXI”-ის 42%-იანი წილის მფლობელი შპს მ.ს-ია, 33% – ანატოლი სემურიხინი, 25% – ომარ სამადაშვილი.
2014 წლის ოქტომბრის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე სუპერმარკეტების ქსელი “ფურშეტ ჯორჯია” და გასართობი ცენტრი შპს “ბალუ” ფუნქციონირებდა. ახლა ობიექტი დახურულია.
ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კინოთეატრი “საქართველო” ს/ს “ქართული ფილმის” საკუთრება იყო, ის 2007 წელს შპს “მერიდიანი XXI”-ს იჯარის ხელშეკრულებით, 25 წლის ვადით გადაეცა.
წყარო: business-partner.ge