პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ფილმს იღებენ

ცნობილმა ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ჟაკ ანომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ფილმის გადაღება დაიწყო.

ფილმში 2 წლის წინანდელი მოვლენები იქნება ასახული, როდესაც ხანძარმა ნოტრ დამის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. გადაღებები ქალაქ ბურჟის კათედრალურ ტაძარში მიმდინარეობს.

„ეს იქნება ფილმი, რომლის მთავარი გმირებიც ადამიანები არ იქნებიან. ფილმის მთავარი გმირი თავად ნოტრ-დამი იქნება. ფილმის სცენარი 98%-ით რეალურ მოვლენებს ასახავს” – აცხადებს 77 წლის რეჟისორი. ფილმის პრემიერა მომავალი წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი.

წყარო: itv.ge