საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციისა და მისი ლიდერის ნიკა მალიას მისამართიოთ რიტორიკა შეცვალა.
18 დღის წინ ღარიბაშვილმა მელია „ტერორისტად” გამოაცხადა. დღეს კი ღარიბაშვილისთვის ნიკა მალია „ბატონ“ მელიად გადაიქცა.
“ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს” – აცხადებს ღარიბაშვილი.
ის ასევე გამოეხმაურა IRI-ს დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ეს დასკვნა არის მკაფიო პასუხი “აბსურდულ ბრალდებებზე თითქოს არჩევნები გაყალბდა”.