2 და 3 აპრილს, რამდენიმე თვის პაუზის შემდეგ, თელავის თეატრში პრემიერა გაიმართება. მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება „თავისუფალი თეტარისა“ და თელავის თეატრის ერთობლივი სპექტაკლი – “როცა ძალიან მოგენატრები“ (რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი). აღსანიშნავია, რომ პიესა ირაკლი სამსონაძემ სპეციალურად თელავის თეატრისთვის დაწერა.
რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი დარწმუნებულია, რომ სპეტაკლს როგორც თელავის, ასევე, “თავისუფალი თეატრის“ მაყურებელისგან დადებითი გამოხმაურებები მოჰყვება.
„ესირაკლი სამსონაძის პიესაა, რომელიც სპეციალურად თელავის თეატრისთვის დაიწერა, ასევე, სპეციალურად დაიწერა ორი არაჩვეულებრივი მსახიობისთვის – პაატა გულიაშვილისა და ვანო იანტბელიძესთვის. სპექტაკლი ეხება მამაშვილობასა და დიდი სიყვარულს“ – აცხადებს ავთო ვარსიმაშვილი.
როგორც აღვნიშნეთ, სპექტაკლში მთავარ როლებს თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე და რუსთაველის თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი ასრულებენ.
“ერთ წლიანი პაზის შემდეგ, მარტო მაყურებელთან შეხვედრა კი არა, სცენაზე გასვლაც და თამაშიც სხვანაირია, გგონია, რომ რაღაც ისე აღარ არის და ხარ პანიკაში” – აცხადებს იანტბელიძე.
როგორც თელავის თეტარის სამხატვრო ხელმძღვანელი და სპექტაკლის ერთ-ერთი გმირი პაატა გულიაშვილი ამბობს, ამ პროექტის განხორციელება დიდი ხნის ჩანაფიქრია:
“ბილეთები უკვე იყიდება, „თავისუფალ თეატრში“ პრემიერა 4 აპრილს იქნება და ნახევარი ბილეთები უკვე გაყიდულია. იმედი მაქვს, რომ თელავის თეატრის მაყურებელიც სპექტაკლს აქტიურად დაესწრება. ზოგადად, საუბარი, რა დროს ახლა თეატრიაო, არ შეიძლება, რეადგან თეატრის დრო სულ არის, ხელოვნება ყოველთვის სჭირდება მაყურებელს, განსაკუთრებით, თელაველ მაყურებელს, რომელიც ძალიან კვალიფიციურია და მომთხოვნია”.
წყარო: itv.ge