(ვიდეო) – “დედა, აგი ნაციონალი ყოფილა – ღარიბაშვილის 5 აბსურდი” – აკაკი ბობოხიძე

“ენმ”-ის წევრი, აკაკი ბობოხიძე, პრემიერი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება “ტვ პირველთან”:

“აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ პრემიერისგან.

სხვათა შორის, ხუმრობით, მე მახსენდება სამტრედიელი ქალბატონის ნათქვამი: – უი, აგი ნაციონალი ყოფილა… 2012 წლის ჩანაწერია. ამ განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ბატონი ღარიბაშვილი 9 წლიანი სისხლიანი მმართველობის ჩვეულებრივი მონაწილე ყოფილა… მინისტრებთან ყოფილა ყოველდღიურ კონტაქტში, საქმიან კომუნიკაციაში ყოფილა… ასე მე არ ვიყავი ჩემ საკუთარ მთავრობასთან ყოველდღიურ კავშირში.

რაც თქვა, ამის აღიარება იყო, ტყუილია, რა თქმა უნდა, ტყუილი თქვა, მაგრამ რაც თქვა, იმის მიხედვით, 9 წლიანი მმართველობის ჩრდილოვანი მინისტრი ყოფილა და თურმე სახელმწიფო თემებზე საუბრობდა ჩვენ მინისტრებთან. ეს ხომ აღიარებაა, რომ ჩვენი, იმ 9 წლიანი ხელისუფლების ჩვეულებრივი პასუხისმგებელი პირი ყოფილა, თურმე. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგულისხმობ.

ახლა გადავალ აბსურდებზე, რაც თქვა:

  1. ბერა ვანიშვილის სიმღერა ტრი-ტრი, 2016, თუ 2017 წელს ნამღერი სიმღერა, ჩვენი დროის მინისტრებს რატომ უნდა სცოდნოდათ? საერთოდ ბერა ივანიშვილი ვინ იყო და მღერობა, თუ არა, ეგ არ ვიცოდით, 2010 წელს და რატომ უნდა გავგიჟებულიყავით, 2017 წლის ბერას ნამღერი, ექნებოდა თუ არა ღარიბაშვილს ზუმერად 2010-ში?
  2. ღარიბაშვილი ამბობს, რომ იგი წარმოადგენს მსხვერპლს ჩანაწერების – ჯერ ერთი, როგორც აღმოჩნდა, ჩაწერებს ხელისუფლება კი არა სპეცსამსახურები აკეთებდნენ და ეს სპეცსამსახურები არსებობდნენ ჩვენ დროს და არსებობენ ახლაც და ისევე წარმატებით აგრძელებენ დღევანდელი ხელისუფლების ხელში მოსმენას, როგორც ჩვენ დროს აკეთებდნენ. თუ ეგ ფაქტი ჰქონდათ, ეგეც უნდა გამოეძიებიათ.
  3. იქ ღარიბაშვილი ასეთ სიტყვას ამბობს, არასრულწლოვან ბერას სთავაზობს მეორე წრეზე ჩამოუარონ, რომ მიხვდნენ ვისთან აქვთ საქმე. მე მინდა კითხვა დავუსვა ღარიბაშვილს, – ვისთანა გვაქვს ბატონო ღარიბაშვილო საქმე, თქვენი და ივანიშვილის ოჯახის სახით? მაფიოიზურ კლათან, ბანდიტურ ოჯახთან, თუ ვისთან გვაქვს საქმე? ჩვენ გავიგეთ უკვე ვისთანაც გვაქვს საქმე, თქვენ ბანდიტიც არ ხართ, ჩვეულებრივი მონა ხართ, რომელიც ივანიშვილმა ისე გაგათავისუფლათ სამსახურიდან, რომ წინასწარ არც კი შეგატყობინათ.
  4. ამბობს, რომ ტყუილად ვღელავთ და “ტვ პირველში” არავინ შემოჭრას არ აპირებს და სასამართლომ რომ გადაწყვეტილება მიიიღო? ერთი თვის წინაც ამბობდნენ, რომ ნიკა მელიას დაკავება არ გვინდა, შეჭრა არ გვინდა, მაგრამ რა ვქნათ, სასამართლო გადაწყვეტილება ხომ უნდა აღვასრულოთო. ახლა რას აპირებენ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ? თან ამოღება იძულების წესით ხდება, თორემ, ნებით თუ აპირებდით, არც დაუსვიათ ეგ შეკითხვა. ერთი თვის წინანდელი პოზიცია, რა ვქნათ, ძალიანაც რომ არ გვინდოდეს მელიას დაკავება, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღვასრულოთო, ახლა პირიქით იძახიან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება იძულებით ამოღებაზე, მშვიდად იძინეთ არ ვაპირებთ შემოჭრასო.
  5. და ყველაზე საყვარელი ფრაზა ნაძირალა “ქართული ოცნების”, ჩვენი ხელწერა არ არის შემოვარდნაო, – ზუსტად 5 წუთის მერე დაიწყო გაზის და დათვის ტყვიების სროლა, როცა პრემიერმა გააკეთა განცხადება… ზუსტად 5 წუთით ადრე შევთანხმდით და მე ვიყავი ამის მონაწილე, რომ მოლაპარაკებაზე შევიდოდით… პრემიერმა წინასწარ დაიბევა კარგი პოზიცია და თქვა რომ არ არის დარბევა მისი ხელისუფლების ხელწერა და მისგან დამოუკიდებლად, მისმა ხელისუფლებამ 5 წუთში, ბიძინა ივანიშვილმა გასცა ბრძანება. სწორედ ეს აწუხებთ ახლა, ის რაც დაანონსეთ, რომ 20 ივნისის ვოისები შეიძლება იქნეს გასაჯაროებული.”