კომპანია „გრინ კაპიტალის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი – „გრინ ლისი“ მთლიანად მორგებულია ადამიანების კომფორტზე.
საცხოვრებელი კორპუსები, სრული კომპლექსით, „ლისი ვერანდის“ მეზობლად, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ქუჩის გასაყარზე მდებარეობს და ის მთლიანად დასრულებული 2022 წლის ზაფხულში ჩაბარდება მცხოვრებლებს. ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მწვანე ნარგავებით გაჯერებულ ტერიტორიაზე მომხმარებლის ყველა სურვილი და
საჭიროება იქნება გათვალისწინებული.
საჭიროება იქნება გათვალისწინებული.
კომპანია „გრინ კაპიტალი“ 2018 წელს დაარსდა და თავის პარტნიორებთან ერთად აქვს ამბიცია, ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე იყოს პასუხისმგებლიანი და სანდო კომპანია, ამასთანავე, ხარისხის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდეს.
კომპანია „გრინ კაპიტალი“, ახალი პროექტის, „გრინ ლისის“ ფარგლებში, მომხმარებელს სთავაზობს მშვიდ საცხოვრებელ გარემოს, საცხოვრებელი პირობების მაქსიმალური კომფორტით, ხმაურიანი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით.
საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი უპირატესობა ფასისა და მშენებლობის ხარისხის შესაბამისობაა. გარდა იმისა, რომ რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსები ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით შენდება, ის მთლიანად მორგებულია ადამიანების ყოფით გარემოსა და მათ ინტერესებზე.
მეტი სივრცე ბავშვებს – გამწვანებული ეზო სათამაშო მოედნებითა და სტადიონით, ავტოპარკინგი, ტერასა, სახურავზე გამწვანებული ეზო და ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურა მცხოვრებთა დასვენებისა და რეკრეაციისთვის. და რაც მთავარია, ინოვაციური და ხარისხიანი სამშენებლო ტექნოლოგიები და რესურსები. კომპანია მომხარებელს სთავაზობს ინოვაციურ თეთრ კარკასს „კომფორტ+“-ის პირობით ჩვეულებრივი თეთრი კარკასის ფასად. კომპანიის მთავარი ღირებულება პასუხისმგებლობაა – მომხმარებელს დათქმულ ვადებში ჩაბარდეს საკუთარი ქონება.
თუ გსურთ, გქონდეთ თქვენს ოჯახებზე მორგებული საცხოვრებელი პირობები, კარგი ეკოლოგია, სიმწვანე და ინფრასტრუქტურა, ლამაზი სახლი მშვიდ გარემოში, აირჩიეთ „გრინ კაპიტალის“ „გრინ ლისი“ თქვენი კომფორტისა და სიმშვიდისათვის!
საკონტაქტო ინფორმაცია:
სალომე ამაღლობელი – 577 32 50 50.
“თბილისელები”