დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აიცრება, რადგან ექიმები ყველაზე მეტი რისკის ქვეშ არიან.
„მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს აიცრას, ყველაზე მეტი რისკი ჩვენ გვაქვს. ერთი წელი გავიდა და მიუხედავად კონტაქტისა, დავიცავი თავი, არ დამემართა და ახლა რა თქმა უნდ ავიცრები. მეც გავივლი რეგისტრაციას“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეს, 13 მარტს საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა. ვაქცინის დოზები დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიტანეს.
წყარო: bm.ge