“რომ არა 1937- ი, იქნებოდა – ტროცკი და ტროცკიზმი, მისგან გამომდინარე – ფატალური შედეგებით”

განგების იმ რჩეულ ქართველებს, რომლებსაც, ყველა – უბედურების სათავეს, და ტყუილების უსასრულო ჭორებს რომ უთხზავენ, – ჭკუადაყადაღებული იმ – ,,უდანაშაულო“ ქართველების შთამომავლები, და თანაც, ამ ყველაფერს, ისეთი მოწადინებითა და აღტაცებით ყვებიან რომ, კაცს ეგონება, გადამწყვეტ ბრძოლაში, ტაო – კლარჯეთი წაართვეს, – ,,ძმადნაფიც“ სელჩუკებსო….

ტერორი კი, თავიდან ბოლომდე, – ტროცკისტების მიერ იყო მოწყობილი – ყველგან, ხოლო რეპრესიების მასშტაბით კი – საქართველო – საბჭოეთში, ყველაზე ბოლო ადგილს იკავებდა, რაც – ბერიას აბსოლუტური დამსახურება იყო. 1937 – ი წლის მიწურულს, ეჟოვს – სტალინისთვის, გამართულ თათბირზე უთქვია: ,,ძალზედ დამაფიქრებელია ის რომ, მაშინ როცა, ყველა დანარჩენ რესპუბლიკაში, – ათეულ ათასობით ხალხის მტერი, და ტერორისტია გამოვლენილი და დახვრეტილი, საქართველოში ეს რიცხვი – მიზერულია. ნება მიბოძეთ რომ, სპეციალური გამოძიება ჩავატარო, და სიმართლე გავარკვიოო“. სტალინს ეჟოვისთვის მოკლედ მოუჭრია: ,,ეჟოვ, საქართველო პატარა ქვეყანაა, ბერია კი – უნიკალური ჩეკისტია, და მას ჩვენ – სრულიად ვენდობით. ამიტომ, გამოძიებით თავს – ნუ შეიწუხებთო“…. ეჟოვი – ბერიას ემტერებოდა. ყოველმხრივ ცდილობდა, მის გზიდან გარიყვას, და ალბათ მიზანსაც მიაღწევდა, მაგრამ ის, მეორე ქართველმა დაიცვა, და არც შემცდარა…. ეჟოვის ადგილზე დანიშნულ – ბერიას, მოუწია ყველა იმ საშინელების გამოსწორება, რამდენადაც იყო შესაძლებელი. გამოეჩეულად, – ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული ადამიანების დახსნა, სადაც ბევრი, ჯერ ცოცხალიც ყოფილა, ძირითადად – სამეცნიერო – ტექნიკური ინტელიგენცია, ვისაც ეჟოვი – ტერორისტობას აბრალებდა. რომ არა – ბერია, საბჭოეთს არ ექნებოდა უძლიერესი სარაკეტო – კოსმოსური ბაზა, და ღმერთმა უწყის, ყოველივე ამას რა მოჰყვებოდა…. უბრაული სიონიზმის, მაღალ თანამდებობებზე შერჩენილი ხალხი, სწორედ – სამხედრო კუთხით ცდილობდა, საბჭოეთის დასუსტებას…. ეჟოვის მითითებით, სერგეი კოროლიოვი, – ხალხის მტრად იყო გამოცხადებული, და იმის მაგივრად რომ, მისი მცირე ლაბორატორია გაეფართოებინათ, და უხვად დაეფინანსებინათ, ეს გენიალური ავიაკონსტრუქტორი, ეჟოვმა – მაგადანში გადაკარგა, და მოსკოვში ის, სწორედ – ბერიამ დააბრუნა. ეჟოვს, ბოზანდარა ცოლი ჰყავდა, – იდა ლეონიდოვნა ავერბახი, რომელიც ყველა მისთვის სასურველ მამაკაცს, ლოგინში იწვენდა. სერგეი კოროლიოვს, საერთო არაფერი ჰქონია – ეჟოვის ცოლთან, და მხოლოდ ერთხელ, 1938 წლის იანვარში, საახალწლო კარნავალზე – „ენკავედეს“ კლუბში, ბოზანდარას თხოვნითვე უცეკვია – მასთან. ეჟოვმა იეჭვიანა, და კოროლიოვის – გამოჭერის ბრძანება გაუცია. თვენახევარში, კოროლიოვი დააპატიმრეს. ლუბიანკაზე, ცემით – ორივე ყბა დაუმტვრიეს, და ასე დასახიჩრებული, სასიკვდილოდ – მაგადანში გაგზავნეს. ეჟოვის მოხსნის შემდეგ, ბერია მფრინავ ქალს, საბჭოთა კავშირის გმირს, – ვალენტინა გრიზოდუბოვას შეხვედრია, რომელმაც ბერიას, – კოროლიოვის ისტორია მოუყვა, და ბერიასთვის, ამ საქმეში გარკვევა, ძალიან უთხოვია. ბერია, არა მარტო კოროლიოვის, არამედ ათასობით სხვა ადამიანის საქმეებით ყოფილა დაინტერესებული…. შემდგომ კი, ყველანი ციხიდან გამოუშვია, და ისინი – ქვეყნის სამსახურშიც ჩააუყენებია. ეჟოვის დაპატიმრებული ადამიანები, ასევე ყოფილან – კურჩატოვი, ტუპოლევი, იაკოვლევი, კალაშნიკოვი, და სხვა ბევრნიც, რომლებიც – ბერიას ბრძანებით გამოსულან ციხიდან. ბერია უაღრესად ერუდირებული, განსაკუთრებით ტექნიკურ საკითხებში გარკვეული ადამიანი იყო, და როგორც კი გაეცნობია – კოროლიოვის საქმეს, მომენტალურად მიხვედრილა, რა გენიოსიც იღუპებოდა. მოსკოვში, სურავანდით დაავადებულ, სიკვდილის პირას მყოფ კოროლიოვს, ბერია – სახლში სწვევია. მანამდე კი, მას – ბინა დაუბრუნა, რომელიც – ეჟოვმა უკანონოდ ჩამოართვა, და გაძლიერებული კვება და მკურნალობაც დაუნიშნია მისთვის. ლოგინში მწოლიარე კოროლიოვს, ბერია 5 – ი საათი ესაუბრებოდა. ძალიან მალე კი, უშუალოდ – სტალინის განკარგულებით, და ბერიას შუამდგომლობის საფუძველზე, კოროლიოვს – უახლესი ლაბორატორია გადასცეს, და ექსპერიმენტებისთვის – დიდი ბიუჯეტიც დაუმტკიცეს…. გარდაცვალებამდე, ცოტა ხნით ადრე კოროლიოვს – თავისი მემუარები, მაგნიტოფონის ფირზე ჩაუწერია, სადაც ის ამბობდა: ,,საბჭოთა კოსმონავტიკისა, და სარაკეტო ინდუსტრიის მამას მიწოდებენ. სინამდვილეში კი, ეს ტიტული – ბერიას ეკუთვნის. იგი უზუსტესად ჩასწვდა, ჩვენი დარგის საჭიროებას. განსაკუთრებულად დაგვეხმარა – დაფინანსებასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში, და გაგარინი რომ კოსმოსში გავუშვით, ეს სწორედ – ბერიას დამსახურებააო“. კოროლიოვმა, იცოდა რომ, ისტორია – ადრე თუ გვიან, მაინც წარმოაჩენდა ბერიას ღვაწლს, და პირველი მართალი სიტყვა – ბერიაზე, სწორედ მას უთქვია. P . S . ეს ის ტყვიებია, რომლითაც 1936 – ი წლის 25 აგვისტოს, – ლევ კამენევი, და გრიგორი ზინოვიევი დახვრიტეს. ტყვიები პირველად, იაგოდას ხელში აღმოჩენილა, რომელიც პირადად ესწრებოდა მათ დახვრეტას. 1938 – ი წლის 15 მარტს, იაგოდაც დახვრიტეს, და დახვრეტილთა ტყვიები კი, – საწოლების ქარხნის ყოფილი მუშის, – ეჟოვის ხელში გადასულა, – წინა სამის მსგავსად. 1940 – ი წლის 4 თებერვალს, დახვრეტის წინ, უკვე გონებაშერყეული ეჟოვი, ინტერნაციონალის ჰიმნს მღეროდა. ,,ჩემი დაცემა დაიწყო მაშინ, როცა – რიკოვმა შემომთავაზა, დამემალა ჩემი მემარჯვენული თვალსაზრისი – შეთქმულება. მე ვიცი ჩემი განაჩენი; არ მსურს თვალთმაქცურად განვაცხადო – რომ სიკვდილი მინდა. ძნელია, ასეთი დამღით სიკვდილი…. მე მივმართავ სასამართლოს – თხოვნით, თუ შესაძლებელია – მაპატიეთო“. მანამდე კი, 1938 – ი წლის 13 მარტს, სასამართლო კოლეგიამ, გამოაცხადა განაჩენი, რომლის მიხედვითაც 21 – ი განსასჯელიდან 18 – ს, მათ შორის – ბუხარინს, კრესტინსკის, რიკოვს, და იაგოდასაც, მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა. სასამართლო სხდომებს, ესწრებოდნენ, უამრავი – როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი კორესპონდენტები. არც ერთი სხდომა, არ ჩატარებულა – უცხოელი დიპლომატების, საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, მედიცინისა, და დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობის გარეშე. მსოფლიოს საზოგადოებრიობამ, დაინახა რომ, სასამართლო იყო – მიუკერძოებელი, ჭეშმარიტად – კვალიფიციური, და კომპეტენტური. ამ მოსაზრებას, ადასტურებდნენ ის – უცხოელი დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც – რეგულარულად ესწრებოდნენ, სასამართლო პროცესებს.

ბესო ბესო; სოციალური ქსელი