სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს – ლევან იოსელიანი

დოკუმენტში, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ეს ეხება სასამართლოს რეფორმირების საკითხს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამაზე უარის თქმა არ ღირს – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვერაფერს ვიტყვი რა და როგორ შეიძლება მოხდეს, რაც ვთქვი ის შემიძლია, გავიმეორო, რომ დოკუმენტში, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ეს ეხება სასამართლოს რეფორმირების საკითხს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამაზე უარის თქმა არ ღირს. პოლიტპატიმრების საკითხი, მგონია, პოზიტიურად გადაწყდება. ვადამდელ არჩევნებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს, ეს ჩემი პერსონალური აზრია. ამ ქვეყანაში პრობლემის საფუძველს უნდა ვებრძოლოთ და არა პრობლემის შედეგს. საფუძველი არის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო და დღეს გვაქვს შანსი, ეს პრობლემა მოვაგვაროთ და მგონია, ოპოზიციამ ეს უნდა გაითვალისწინოს.

„პარლამენტში ძალიან ბევრი გავაკეთე და თავი არ დავზოგე, რათა „ქართული ოცნება” დამერწმუნებინა, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა და ყველაფერი ის, რაც ამას მოყვა შეცდომა იყო, მაგრამ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს და პროცესი კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანეს და აქედან გამოსავალი კიდევ უფრო რთულია, ვიდრე იყო მელიას დაჭერამდე“ – განაცხადა იოსელიანმა.

წყარო: itv.ge