ამერიკელმა და კორეელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გეპარინი, რომელიც წყალმცენარეების შემადგენლობაშია, რემდესივირზე უკეთ ბლოკავს. კვლევის შედეგები ჟურნალ Cell Discovery-ში გამოქვეყნდა.
იმისათვის, რომ SARS-CoV-2 ადამიანის ორგანიზმში მიმაგრდეს, რეცეპტორებს იყენებს. თუმცა, შესაძლოა მისკენ მიმართონ ანალოგიური ფორმის სატყუარა მოლეკულა და ის მას მიეკრობა რეპლიკაციის გარეშე, საბოლოოდ კი დაიშლება.
ამერიკელმა მეცნიერებმა რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან უკვე გამოსცადეს ეს მეთოდი დენგეს, ზიკას ვირუსის და გრიპის გასანეიტრალებლად. ახლა კი კორეელ კოლეგებთან ერთად ამ მეთოდის გამოცდა კორონავირუსზე გადაწყვიტეს.
„ჩვენ ვსწავლობთ ვირუსული ინფექციის. ეს ცოდნა გამოგვადგება, რათა პანდემიას სწრაფად დავუპირისპირდეთ“ – ნათქვამია რენსელერის უნივერსიტეტის პრესრელიზში – რეალობა ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ვირუსის წინააღმდეგ კარგი პრეპარატები. მომავალი პანდემიებისგან თავის დასაცავად ჩვენ მიდგომების არსენალი დაგვჭირდება, რომლის ადაპტირება სწრაფად მოხდება ახალი ვირუსების მიმართ“.
მეცნიერებმა შეამოწმეს ვირუსსაწინააღმდეგო აქტივობა წყალმცენარეებისგან მიღებული ორგანული ნივთიერებების – გეპარინის სამი და ფუკოიდანის 2 სახეობა. ხუთივე შაქრის მოლეკულების ჯაჭვს წარმოადგენს.
უჯრედული კვლევებისას ზღვის წყალმცენარებისგან მიღებული ექსტრაქტის ანტივირუსული მოქმედება რემდესივირზე მნიშვნელოვნად უკეთესი აღმოჩნდა. მთავარ როლს ინფექციის ინჰიბირებისას ასრულებდა გეპარინი. ტესტმა არ გამოავლინა უჯრედის ტოქსიკურობის არცერთი შემთხვევა, მაღალი კონცენტრაციის დროსაც კი.
“პრაიმტაიმი”