75 წლის ლაიზა მინელი – მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა გულშემატკივარს

ბროდვეის ლეგენდას, ლაიზა მინელს 12 მარტს 75 წელი შეუსრულდა. მომღერალი და მსახიობი დაბადების დღის მილოცვებს სახლიდან სიმღერით პასუხობს.

ლაიზა მინელი ყველაზე მეტად ცნობილია 1972 წლის ფილმ „კაბარეში“ მონაწილეობით, სადაც მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. განთქმულია თავისი ენერგიული სასცენო შესრულებითა და ძლიერი კონტრალტოთი. მიღებული აქვს ოსკარის, ორი ოქროს გლობუსის, ერთი BAFTA-ს და ოთხი ტონის ჯილდო.

შეგახსენებთ, რომ ლაიზა მინელი (Liza May Minnelli) ლეგენდარული მსახიობი ჯუდი გარლანდის (Judy Garland) შვილია.

წყარო: bm.ge