იტალიაში, ჯენოაში მცხოვრებმა, პროფესიით პედაგოგმა მოხუცმა ქალმა მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა. როგორც იტალიური გამოცემა წერს, 96 წლის მარიზა კავანამ 25 მილიონი ევრო საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და საავადმყოფოებს დაუტოვა. ქალი, რომელიც არასოდეს ყოფილა ქორწინებაში და ყოველთვის მარტო ცხოვრობდა, გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა და მისი სიმდიდრის მიზეზი საიდუმლოდ რჩება.
მარიზას კავანას მთელმა აქტივებმა დაახლოებით 40 მილიონ ევროს მიაღწია და მის კუთვნილებაში იყო უზარმაზარი ვილა ჯენუაში. თანხის ნაწილი იტალიის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, მათ შორის Amnesty International-ს გადაეცემა. გენუას ბავშვთა საავადმყოფოს, სადაც ერთ დროს თავად პედაგოგი მკურნალობდა, 5 მლნ გადაეცემა.
დანარჩენი თანხა კი მის დისშვილს, ზოგიერთ მეგობარს და მრჩეველს ჩაერიცხება.
იღბლიან მემკვიდრეთა შორის აღმოჩნდა ქალი, რომელიც ცხოვრების ბოლო თვეებში კავანას მომვლელი იყო, ადგილობრივი მედიის ცნობით, ის 3.7 მილიონს მიიღებს კავანას ქონებიდან.
როგორ გახდა პედაგოგი ქალი უმდიდრესი ადამიანი, კვლავაც საიდუმლოდ რჩება. მხოლოდ მისი ახლადგახსნილი ანდერძიდან შესაძლდებელი გახდება კავანას დიდგვაროვანი წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება.
ადგილობრივი მედია ეჭვობდა, რომ უაღრესად რელიგიურმა ქალმა ქონება თავადაც მემკვიდრეობით მიიღო, რომელსაც რუდუნებით ინახავდა და უფრთხილდებოდა.
წყარო: report.ge