ვარშავაში პოლონური საფეხბურთო კლუბი “ლეგიას” გულშემატკივრებმა, სტადიონზე მაყურებელთა დასწრების აკრძალვის გამო, ქალაქში არეულობა მოაწყვეს.
გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი დაანთეს, ფეიერვერკი და სხვა პიროტექნიკა გამოიყენეს. პოლიცია იძულებული გახდა არეულობის რამდენიმე მონაწილე დაეპატიმრებინა.
წყარო: itv.ge