ოპონენტები ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ ჩვენ ასე პატიოსნად ვიცავთ შეთანხმების პირობას და ჩვენი პოზიციიდან, შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ისიც კი ვთქვათ, მათ განცხადებებში ესა თუ ის საკითხი ტყუილია თუ მართალი, ინტერპრეტირებულია თუ სპეკულაციური, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპონენტებს არათუ დეტალები გამოაქვთ გარეთ, არამედ ამ დეტალების შესახებ ხან არასწორი ინტერპრეტაცია, ხან საერთოდ არასწორი ინფორმაცია გამოდის.
,,ჩვენი მხრიდან დაყენებულია გარკვეული საკითხები, რომელებიც გამომდინარეობენ სამართლიანობის პრინციპებიდან – შესაბამისად, ამის იქით, ვერ ვლაპარაკობთ, ვინაიდან ვიცავთ შეთანხმების პირობებს. განსხვავებულად იქცევიან ჩვენი ოპონენტები, შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, სადაც არა თუ დეტალებზე მიდის საუბარი მათ განცხადებებში, არამედ ამ დეტალების არასწორად გამოტანაზე. ისინი ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ ჩვენ ასე პატიოსნად ვიცავთ შეთანხმების პირობას და ჩვენი პოზიციიდან და შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებიდან გამომდინარე, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, ისიც კი ვთქვათ, ესა თუ ის საკითხი ასე გამოიტანა გარეთ – ტყუილია თუ მართალია, ინტერპრეტირებულია თუ სპეკულაციური ესეც. შეთანხმების პირობა კი არის ის, რომ არ გავთქვათ, გარეთ არ გამოვიტანოთ ჯერ, სანამ შეთანხმება არ შედგება. ჩვენი ოპონენტები ამას იყენებენ ბოროტად, არა თუ დეტალები გამოაქვთ გარეთ, არამედ ხან არასწორი ინტერპრეტაცია, ხან საერთოდ არასწორი ინფორმაცია გამოდის ხოლმე დეტალების შესახებ. მე რომ დეტალებზე დავიწყო საუბარი, ეს იქნება პირობის დარღვევა. ყველას შეუძლია იყოს მშვიდად, მათ შორის იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვსაუბრობთ და ჩვენ მიერ დაყენებული საკითხებიდან ყველა გამომდინარეობს სამართლიანობის პრინციპიდან. ეს თუ გნებავთ, მიიღეთ გარკვეულ მინიშნებად, მე ამას შემთხვევით არ ვამბობ და ხაზს ვუსვამ განზრახ იმიტომ, რომ არ მაქვს საშუალება, პირობას ვიცავ და მეტ დეტალში არ ჩავდივართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
“იმედინიუსი”