“დაილოცოს კომუნისტების დრო! ჰო, ნუ არ იყო: ფეისბუქი, მობილური…მარა ის იყო, ამ ყველაფერს რომ ცვლიდა: ურთიერთობები…” – ნინო ახობაძე

– “დაილოცოს კომუნისტების დრო! ??‍♀️
ჩემ ფეხებს წახვიდოდით იტალიაში, ჩინეთში ხო სააერთოდ!
ყველა თავის ბაბუშკას უვლიდა თავის სახლში;

გვარამიას მაგივრად დონარა კინწურაშვილი იჯდა ეთერში!
ბენზინი 20 კაპიკი ღირდა;
თბილისის “დინამო” დაფრინავდა!
კინოში გოგოს დაპატიჟება პაპრაშუ, ხუთი მენეთი ?
გაზი, დენი-უწყვეტად!
არჩევნებზე მარტო ერთი გყავდა შემოსახაზი. და იცოდი ვინც!
?
რო გაცივდებოდი, მერე სკოლაში ცნობა მიგქონდა, სადაც გაკრული ხელით ეწერა : “მწვ. რესპ. დაავ.”
ეგ იყო და ეგ..
ეხლა ავსტრალიის ცაზე წერენ: “ხელები დაინაბეთ”! ვოშ ჰენდსო რაა..
პირველ კლასში რო ვიყავი, მაშინ მეჩხუბებოდა ხოლმე ბებიაჩემი თამარა-ხელები დაიბანეო
და ეხლა ცაზე წერენ, ვიიშ! ?‍♀️?
თან ამას შეგიძლია ლაივში უყურო!
იმდენი ინფორმაცია გვაქვს, სუ ზეპირად ვიცით-სად რამდენი მოკვდა…
აი რა დავწერე ტყუილი?
ჰო, ნუ არ იყო: ფეისბუქი, მობილური, ვაიბერი, ვოთსაფი, სკაიპი, მესენჯერი და პერფორმანსები და ფლეშ-მობები..
მარა რაღაცა სხვა იყო, მახსოვს, ამ ყველაფერს რომ ცვლიდა:
ურთიერთობები ❤️
კი, იყო..

მსოფლიო შეიშალა, მარტო ჩვენ კი არა…”

ნინო ახობაძე; სოციალური ქსელი