დღეს, 15 მარტს, ვაქცინა “ასტრაზენეკას” გამოყენება გერმანიამ, იტალიამ და საფრანგეთმა შეაჩერეს

საფრანგეთმა დროებით შეაჩერა ვაქცინა “ასტრაზენეკას” გამოყენება, – ამის შესახებ, დღეს 15 მარტს განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

“ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დროებით იქნა შეჩერებული ვაქცინა “ატრაზენეკას” გამოყენება”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ერთობლივ კონფერენციაზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან.

აღნიშნული ვაქცინის გამოყენება დღეს 15 მარტს შეაჩერეს ასევე გერმანიამ და იტალიამ.

12 მარტს ესპანეთის რამდენიმე რეგიონმა შეაჩერა ვაქცინის გამოყენება.

11 მარტს დანიამ, ნორვეგიამ და ისლანდიამ  შეაჩერეს “ატრაზენეკათი” ვაქცინაცია.

როგორც, ცნობილია, დღეს 15 მარტს საქართველოში ვაქცინა “ასტრაზენეკას” გამოყენებით  ვაქცინაცია დაიწყო.

წყარო