გაახმიანო სურვილები ან შეთავაზებები ცნობადი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების პირით კრემლისთვისაც დამახასიათებელია
მაქსიმ შევჩენკო უდაოდ ჭკვიანი კაცია, რომელმაც გაიარა გზა შოვინისტი დერჟავნიკიდან რეალურად მოაზროვნე ნაციონალისტამდე
რომლის პოზიციები ჩვენთან მიმართებაში არც ჩვენი სიყვარულითაა ნაკარნახევი არამედ ისევ მისი ქვეყნის სასარგებლო და მისი აზრით სასურველი ნარატივებიდან.
კიტრის ფასსაც დავიკიდებ და ვიტყვი ჩემი ვარაუდები და მოსაზრებები თუ რა შეიძლება გახდეს დიალოგის და ვაჭრობის საგანი და რა უნდა ვუთხრათ რუსეთს ყველაზე უფრო შემდგომ შევჩენკოს მხრიდან მოვისმინე
გუშინ ვუყურე ვიდეოს სადაც შევჩენკო კვლავ საქართველო რუსეთის შესაძლო ურტიერთობებზე საუბრობდა და ფაქტიურად კრემლის უფრო გრილი თავების პოზიციებს ახმოვანებდა
ურაპატრიოტების კითხვებზე თუ რაზე უნდა
დაველაპარაკოთ რუსეთსო და საერთოდ ისედაც მიფიქრია რა შეიძლება შევთავაზოთ გინდ ალტერნატივა დავუყენთ რომ მათვისაც მისაღები იყოს და ჩვენც არ დაგვაზარალოს დამიწერია რამოდენიმეჯერ ადრე!
იმისათვის რომ მოიფიქრო ტვინთან ერთად არც ინდოქტრირებული არ უნდა იყო და არც რუსეთის და არც დასავლეთის ძუძუს თუ რა ვიცი არ წოვდე!
1) რუსეთი ხვდება და ისტორიული გამოცდილება აქვს იმის რომ საქართველოს გარეშე ვერც ჩრდილოელკავკასიელ კრაზანებს მოარჯულებს და ვერც მშვიდონბა იქნება კავკასიაში!
2) საქართველოს გარეშე ვერც სამხრეთ კავკასიაში მიაღწევს მინიმუმ უსაფრთოების რკალს და ნეიტრალურ ბუფერულ სივრცეს როგორც ნატოს ისე აქეთ მომზირალ
ჩინეთთან მიმართებაში
3) თუ მას უნდა გახდეს ახალი პოლუსი მესამე რომი მიზიდულობის ცენტრი თან სტაბილური ამისათვის აუცილებელია ეკონომიურად არ ჩამორჩეს რომ მინიმუმ ბირთვული პოტენციალის შესაბამისი შენარჩუნება მოდერნიზაცია ვერ შეძლოს
ბირთვული შეიარაღებაა მისი მთავარი კოზირი
4) ეკონომიკა რომ არ ჩამორჩეს ამისათვის მოდერნიზაციაა საჭირო და პირველ რიგში პოლიტიკური
არსებული მკაცრი ვერტიკალი ვერ ამართლებს ჩინეთივით რადგან კორუფცია ჭამს და ჩინელის მენტალიტეტი სრულიად სხვაა
პოლიტიკურ მოდერნიზაციას ვერ შეძლებენ!! უფრო სწორად არ წავლენ მანამდე სანამ მათი შეხედულების შესაბამისად არ მოეწყობა უსაფრთხების სიტუაცია მისი საზღვრების ირგვლივ!
რადგან არსებული მდგომარეობა აიძულებს პერმანენტულად ჩაბმული იყოს კონფლიქტებში მეზობლებთან და ასევე დასავლეთანაც
ესაა ჯერჯერობით ჩაკეტილი წრე!
5) მთავარი ისაა რომ ყველა ცენტრს ჭირდება იდეოლოგია!
ასეთ იდეოლოგიას რუსთი ანტინეოლიბერალურზე და მართლმადიდებლობაზე ააგებს
აქ კი დილემაა! როგორ მიიზიდო მართლმადიდებელი ქვეყნები პერიმეტრზე კი არა ეცროპაშიც და გინდათ აზიის რესპუბლიკები?
როცა უძველეს მართლმადიდებელ ქვეყანასთან საქართველოსთან ომი გაქვს?
უკრაინასთანაც ომი გაქვს მაგრამ თუ იქ შეგიძლია ეთნო კარტა გაათამაშო
იმდენი რუსი ცხოვრობს უკრაინაში რომ არგუმენტს სულ მოძებნი და ყირიმიც მაგიტომ შეგარჩინეს რეფერენდუმმა რომ განაცხადა რუსეთთან გვინდაო
საქართველოში კი ვის იცავ?
აი ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებია რასაც რუსეთთან სალაპარაკო თემად წამოწევ!! გაუშლი და დაანახებ რომ საქართველოსთან მოწესრიგების გარეშე ამ ამოცანებს გადაწყვეტა არ უწერია!!
ფაქტიურად ესეც განაცხადა ადრინდელ და გუშინდელ ვიდეოში შევჩენკომ! მეტიც მან თქვა
ყველაზე პრორუსული პოლიტიკოსებიც კი არ დათანხმდებიან საუბარს სადაც ამ მიწების რაიმენაირად დაბრუნება არ იქნება მთავარი თემაო!
მაგრამ ჩვენც ხომ მზად უნდა ვიყოთ კომპრომისებისთვის აზრიანის და დაბალანსებულის!
ამისათვის უნდა იყოს დისკურსი რა ჯობია და როგორ? ყოველგვარი აჟიტირებულობის და მტრებად შერაცხვის გარეშე?
ხომ არ შეიძლება ისეთი იდიოტურად ასიმეტრიული შეთავაზო როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე თანხმობის სამაგიეროდ აღიარების უკან წაღება რომ მოთხოვე ბირთვულ გიგანტს და მეორე პოლუსობაზე გაქაჩულს!
ეს იყო პიკი ქართული დიპლომატიური აზროვნების სიჩლუნგის და კოლონიური შნირობის აპოთეოზი
გარდა ამისა შევჩენკომ იმაზე ისაუბრა რომ საქართველო და საერთოდ კავკასია ცხელ წერტილად იმიტომ უნდა დასავლეთს რომ რუსეთი ჩაეფლოს პერიმეტრზე კონფლიტებშიო
ეს რათქმაუნა ხელს უშლის რუსეთის განვითარებას და იმედია ამასაც მიხვდნენ რავაც იქნა
ამასვე ვამბობდი მე რომ აგვისტოში საქართველო მარტო კი არა რუსეთიც წამოაგეს პროვოკაციაზე ! შეტენეს სანქციები და სარჩენი ორი რეგიონი!
შევჩენკო პროვოკატორეზეც მუთითებს ესაა სომხური წრე და ლობი რუსეთშიო
დიახაც ყველა სფერო სადაც ჩვენ ვიყავით სომხებმა შეავსეს!
ასევე ახსენა რომ დღესაც ქოქავენ ნატოელები ქვეყანას და ახალი ომის საფრთხეა და რომ რუსეთი ისევ ალტერნატივის წინაშე დადგება
აქ მხოლოდ ერთი აზრი უნდა გამოიტანო რასაც ვამბობდი
რუსეთი ადრე თუ გვიან გადაწყვეტს ჩვენს და საერთოდ კავკასიის პრობლემას
დგება უკვე ეს დრო ! იკვრება მოვლენები და როგორ უნდათ კვლავ ცეცხლოვანი რკალი მოუწყონ რუსეთს
დასავლეთში ვერ ან არ ც ხვდებიან რომ ისევ ევროპული ცივილიზაციის თუნდაც უწესო რუსეთი ჯობია სულ სხვა
ცივილიზაციის მილიარდნახევრიან ჩინეთს! დედამიწის ჩასაყლაპად რომ ემზადება!!
რომელსაც რუსეთის გარეშე ვერაფერს მოუხერხებენ!! რომ ურთიერთძიძგილი დაღუპავს თეთრ რასას!!
მაძღარი და ახლო რუსეთი ჯობია მშიერს და მტრულს!!
ჩვენი საქმეა ავწონოთ ვისი ინტერესებია აქ უფრო დიდი დასავლეთის თუ რუსეთის რომლისათვის სამხრეთ კავკასიის დაკარგვა ჩრდილოკავკასიის დესტაბილიზაციებს და ფედერაციის დაშლის
წინაპირობებს ქმნის!
ეს იმდენად არ უნდა რუსეთს რომ თურქეთი დაიახლოვა ნატოს წევრი რათა თურქეთის გავლითაც აეცილებინა დასავლეთის ზეწოლა კავკასიაში! თურქეთი რომელიც ძლივს გააგდო სამხრეთ კავკასიიდან!
რუსეთი თურქეთის შესანარჩუნებლად კავკასიაში მის შემოსვლას თუნდაც სიმბოლური სახით დათანხმდა და მეტიც ექვსთა კავშირსაც ახმოვანებს! ანუ დასავლეთს კავკასიაში თურქეთ ირანზე მეტ საფრთხედ მიიჩნევს!
თან შევჩენკომ ტყუილად არ ახსენა საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა
დასავლეთის პირველ სერიოზულ შეთავაზებაზე უგანებს თურქეთი რუსეთს! ეს კრემლმაც კარგად იცის და რომ არ უნდა სამხრეთ კავკასიაში რაიმე სახით შემორჩეს თურქეთი ეს უეჭველია! ომი მოუწევს მერე!!
როცა ახალ დერეფნებზე საუბრობს კრემლი საქართველოს გვერდის ავლით ! როცა ამხელა თამაში წამოიწყო და დაგვანახა რომ ერთი ხელის მოსმით შეუძლია ჩვენი მთავარი გეოსტრატეგიული ფინქცია გაგვინულოს რად ახსენა შევჩეკომ ისევ ეს ფუნქცია?
იმიტომ რომ ისევ არასახიფათო ნეიტრალური საქართველო ურჩევნია სატრანზიტოდ ვიდრე თურქეთზე გამავალი გზები!!
ანაკლია არ ახსენა შევჩენკომ მარტო ფოთი და მისი პერსპექტივები!! რატომ არ ახსენა ეს გასაგებია!
რათქმაუნდა შეძილება ვიფიქროთ რომ ესაა კეთილი პოლიციელის სახე ! სადააა გარანტია რომ ნატოზე უარის და ნეიტრალიტეტის სამაგიეროდ რუსეთი დაგვიბრუნებს აფხაზეთ სამაჩაბლოს?
მაგრამ ცდას და შეთავაზებას რა უდგას წინ?? ასჯერ მითქვია თუ ქვეყანა შეთანხმდება რაღაც პირობებზე რაღაც კომპრომისებზე რაც არ დააზარალებს ჩვენს სუვერენინეტს და ისე შეთავაზებს რუსეთს რა იქნება ამაში ცუდი??
წამოვა? მთლად კარგი!! არ წამოვა და პირში ბურთი ჩაეჩრებათ იმ კონტინგენტს რუსეთუმეები რომ არიან მართლა და ქვეყანა შეჯერდება ერთ აზრში
დაპირისპირების გარდა გზა არ დაგვიტოვესო!!
ესეც დიდი მოგება ასე გახლეჩილ საზოგადოებაში!!
რათქმაუნდა ჩვენთვის სასარგებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეგრევე არანაირად არ წამოვა!
რუსეთისათვის ესა სახის დაკარგვა და კიდე სად აქვს გარანტია რომ მეორე დღეს ისევ ნატოზე არ ავლაპარაკდებით?
ეს პროცესი უნდა იყოს დროში გაწელილი მზარდი და კონტროლირებადი !
თუ შევთანხდებდი იმ კომპრომისებში რაც ჩვენს სუვერენიტეტს და შიდა პოლიტიკურ ეკონომიური განვითარების გზას არ დაემუქრება
არსებობს გზა სადაც საქმეც წინ წავა და გამოიცდება ერთგულება ორივე მხრიდან შეთანხმებების არ დაღვევის
ესაა ლტოლვილთა ეტაპობრივი დაბრუნებზე შეთანხმება!
რუსეთს ესმის და შევჩენკოსაც რომ ამ მიწების გარეშე არაფერი არ გამოვა
ასევე ეგრევე უკან ვერ წაიღებს აღიარებას მაგრამ ასე შეინაჩუნებს სახეს და მეტიც საერთაშორისო საზოადოების წინაშე ქულებსაც ჩაიწერს რადგან მათი მოთხოვნაცაა ლტოლვილთა დაბრუნება
ასე ნელნელა თუ მივაღწევთ რომ დემოგრაფიული ბალანსი ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ იყოს ჯერჯერობით სახელად აფხაზების ოსების მაგრამ სახრავად ჩვენი
შემდგომი პერსპექტივებით როცა შენ კვლავ მთავარი ეთნოსი გახდები!
ჩვენ კიდე თუ რუსეთი გადაუხვევს შეთანმებას ყოველთვის შეგვიძლია ისევ დავხიოთ ქაღალდი და კვლავ კრიჭაში ჩავუდგეთ!
კი ბატონო სახიფათო გზაა მაგრამ მაშინ ნატომ თავი დაანების ტრაკის თამაშს და აშშ-მ გერმანია საფრანგეთის უარის უკან დამალვას
ჯერ ეს ერთი ნატო არაა გარანტია რადგან აგერ იმხელა თურქეთს უთხრეს უარი რუსეთთან საომარ კონფლიქტში რომ შევიდა
ნატო ესა აშშ- 95%! ამიტომ აშშ-მ დაგვიდოს პირდაპირი სამხედრო ხელშეკრულება და თვითონვე მოიჭრას გზა ნატოს უარს ამოეფაროს
დაანახოს რუსეთს რომ ომი საქართველოსთან ჩემთან ომს ნიშნავსო
ქნან და გააგდონ რუსთი აფხაზეთ სამაჩაბლოდან! ისე რა ბედენაა კიდურებ მოკვეთილი ქვეყანა!?
მითხარით როგორ იზამს? როგორ შეასრულებს ? ომს დაუწყებს თუ აქ რომ ააშენოს ბაზა აშშ-ს რუსეთისათვის ასჯერ უფრო მნიშვნელოვანი არ გახდება აფხაზეთ სამაჩაბლო?
მაგრამ არ დადებენ!! არ წავლენ ამხელა რისკზე!!არაა მაგათი ინტერესი აქ რუსეთის ინტერესებზე და მზაობაზე მეტი!!
ოთხი ვარიანტია
1
)რამენაირად გააგდებენ რუსეთს–ომის საშიშროებაა ანუ არარეალურია
2) გაიყოფენ საქართველოს–აქ ეგებ კიდე რაღაცა გააყოლოს ხელს რუსეთმა
3) გაგვცვლიან რამეში!–ანუ სულ მთლად გადაგვყლაპავს და არაფერს არ შეისმენს რუსეთი
4) დავრჩებით ჭაობში– ესაა ნელნელა გაქრობა!
ანარადა ამ გაურკვევლობის გამო ვერ ვითარდება ქვეყანა და ადრე თუ გვიან მაინც და უჩვენოდ ანუ ჩვენთვის ცუდად გადაწყვიტავენ ჩვენს ბედს!
ასე იყო— 1921-ში რომ მოქუსლეს
ასე იყო— ესენგეში რომ არ შედიოდა გამსახურდია და აუნთეს მწვანე რუსეთს
ასე იყო— 2008-ში რომ წაგვაქეზეს და გადაგვიარეს!
გაქვთ სხვა გამოცდლება დასავლეთის ვექტორის უპირობო
მომხრეებო?
ჩემი ვექტორი არა რუსული!!
ნეიტრალიტეტი! გონივრული კომპრომისები და მაქსიმუმი სარგებლის მიღება! არანაირი სამხედრო პოლიტიკური კავშირი
მხოლოდ ეკონომიური და უსაფრთხოების ნარატივებში!
ისიც მესმის რომ სანამდე რენეგატი და მარიონეტი ხელისუფლებებია ! სანამდე დაქირავებლი არასამთავროებია და გარეწარი პარტიები ამაზე მსჯელობაც კი ღალატად მოინათლება
ანარადა საქმით ესენი კარგავენ ქვეყანას და ჩვენ ვართ მოღალატეები ომი და დაკარგვა რომ არ გვინდა!
დღეს შევჩენკოს თუ არ მოვუსმენთ ხვალ ჟირინოვსკის მოსმენა მოგვიწევს!
ლევან ადეიშვილი; სოციალური ქსელი