Facebook-ი გეგმავს, ავტორიზაციის მიღებამდე ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერი მონიშნოს

კომპანია Facebook გეგმავს სოციალურ ქსელში ავტორიზაციის მიღებამდე ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერი მონიშნოს. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კომპანიაში ყალბი ახალი ამბების გავრცელების შეჩერებას ასახელებენ.

მათი თქმით, მხოლოდ თებერვალში Facebook-სა და Instagram-ზე 2 მილიონზე მეტი პოსტი წაიშალა, რომლებიც კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა.

ამას გარდა, Facebook-მა იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავს ცრუ ინფორმაციას ხშირად ავრცელებენ, ჩანაწერების გამოქვეყნების უფლება დროებით შეუზღუდა.