დილით გავრცელდა მძიმე სურათი, სადაც ჩანს მიტოვებული ძაღლი, რომელსაც იქვე უდევს საჭმელი. წერდნენ, რომ პატრონმა კუს ტბაზე დატოვა და წავიდა.
მოგვიანებით ცხოველთა დამცველმა, ტასო სოლაბერიძემ უმძიმესი პოსტი დაწერა – როგორც გაირკვა, ძაღლის პატრონმა თავი მოიკლა, მანამდე კი ძაღლი ამ მდგომარეობაში დატოვა ისეთ ადგილას, სადაც იცოდა, რომ აუცილებლად ვინმე ნახავდა და უპატრონებდა.
“ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი… საშინელება მოხდა და დილიდან მაჟრიალებს. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა.
ამ ძაღლის პატრონმა თავი მოიკლა, გარდაცვალებამდე ძაღლი დატოვა ისეთ ადგილას, სადაც იცოდა, რომ მიაკითხავდნენ. დაუტოვა საუკეთო ხარისხის საკვები, საწოლი, საჭირო ნივთები და ყველაფერი, რაც სჭირდება. გამოემშვიდობა ძაღლს და წავიდა, ალბათ მარტო ამ ლეკვმა იცის, რა მძიმე იყო ბოლო წუთი ორივესთვის…
საშინელებათა ფილმში მგონია თავი.. ვინც ლანძღავდით და ლანძღავთ პატრონს “სიკეთის სახელით”, გირჩევთ, ჯერ გაერკვეთ სიტუაციაში. ლეკვი საიმედო ხელშია, წაიყვანეს და მიხედავენ” – წერს სოლაბერიძე.
წყარო: itv.ge