მოსამართლემ ვერ გაბედა ანუ უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე!… – თემურ ფიფია

მოსამართლემ ვერ გაბედა ანუ უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე!
შარშან, 2020 წლის 29 მარტს, ლარსის გამშვებ პუნქტზე საქართველოს საბაჟო სამსახურმა მოახდინა სამამაულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული 300 ცალი სასაჩუქრე მედლის კონფისკაცია (მასზე გამოსახული საბჭოთა სიმბოლიკის გამო, ცვლის უფროსი: ნიკა გოგლიძე).

მედლები მომქონდა ომის ცოცხლად დარჩენილი ვეტერანებისათვის საჩუქრად, რომ გადამეცა 2020 წლის 9 მაისისათვის, გამარჯვების 70-ე მრგვალ თარიღთან დაკავშირებით. დაახლოებით 300 ვეტერანი იყო მაშინ ცოცხალი.
კონფისკაციის საფუძვლად გამოყენებულ იქნა “თავისუფლების ქარტია”. ეს კანონი კრძალავს ე.წ. კომუნისტურ სიმბოლიკას და იდეოლოგიას ფაშისტურთან ერთად, სვამს რა ტოლობის ნიშანს მათ შორის!
მედლები გადმომქონდა რუსეთიდან საქართველოში, რადგან აქ არავინ დაამზადა მსგავსი სამახსოვრო რამ.
მაშინვე გავასაჩივრე საბაჟო სამსახურის მოქმედება, როგორც შეუსაბამო ამ კანონთან (“თ. ქარტიასთან”), რომელიც არ ითვალისწინებს კერძო პირისათვის მისი კუთვნილი ამგვარი ნივთის ჩამორთმევას.
1 წელი გავიდა. ჩავრიე სახალხო დამცველის ოფისი, რომ როგორმე დაენიშნათ სასამართლო სხდომა. ბოლოს ეშველა და როგორღაც გაიმართა სხდომა. და აჰა: ხუთშაბათს, 11 მარტს, სასამართლომ უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე!
2 კვირაში მექნება მოსამართლე ფარქოსაძის შესაბამისი გადაწყვეტილების ტექსტი, რომელსაც აქ გამოვაქვეყნებ.
სასამართლო პროცესის დროს ფარქოსაძემ აღნიშნა, რომ ეს პირველი ასეთი საქმეა (!), დაკავშირებული ამ კანონთან – “თ. ქარტია”, ანუ პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.
სამწუხაროდ, ფარქოსაძემ ვერ გაბედა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა საბაჟოს წარმომადგენლის არგუმენტი იყო ძალზე სუსტი (ჩემი კი – პირიქით, ძალზე ძლიერი. ადვოკატიც ძლიერია).
მოსამართლეს შეეშინდა საქმის პოლიტიკური ხასიათისა! მით უმეტეს, რომ შეიქმნებოდა პრეცედენტი!
ფარქოსაძის გადაწყვეტილება გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში.

თემურ ფიფია; სოციალური ქსელი