პაატა იმნაძე პირდაპირ ეთერში აიცრა

საქართველოში დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.

რედაქცია შეგახსნებთ, ეს ის ვაქცინაა, რომლის გამოყენებაზეც, სწორედ ამ დღეებში, ევროპის ქვეყნები უარს ამბობენ . . .

პირველი ადამიანი, ვინც საქართველოში აიცრა, პაატა იმნაძეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინფექციურ საავადმყოფოში საჯაროდ გაიკეთა.

ვაქცინაცია დღეს თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში იწყება, ხოლო 17 მარტიდან პრაქტიკულად ყველა რაიონში განხორციელდება. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.