იოსებ სტალინის ერთ-ერთი უსაყვარლესი მხედართმთავარი – მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი იყო. საბჭოთა კავშირის ორგზის გმირს, „გამარჯვებისთვის“ ორდენის კავალერს, ლენინის რვაგზის ორდენოსანს, წითელ მოედანზე ჩატარებული გამარჯვების აღლუმის ხელმძღვანელს, სტალინი „ჩემს ბაგრატიონს“ უწოდებდა (ოპერაცია „ბაგრატიონის“ წარმატებით დასრულებისთვის) და იმ იშვიათთაგანი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელსაც სახელით და მამის სახელით („კანსტანტინ კანსტანტინოვიჩ“) მიმართავდა !!!
თავად როკოსოვსკისაც უდიდესი პატივისცემა ჰქონდა სტალინისადმი. ანასტას მიქოიანის (ხრუშჩოვის „პადძელნიკი“ და ლაქია) მოგონებებში არის ერთი მომენტი აღწერილი, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა როკოსოვსკის 1962 წელს წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვდა მას, რომ დაეწერა სტატია, სადაც უნდა გამოსულიყო სტალინის რაც შეიძლება მკვეთრი კრიტიკით და „გაშავებით“. ამაზე რაკასოვსკიმ შემდეგი პასუხი გაუგზავნა ნიკიტას: „ამხანაგი სტალინი – ჩემთვის სიწმინდეა !!!“
იმავე მიქოიანის მოგონებებიდან, მარშალის ასეთმა პასუხმა კომპარტიის გენსეკი წყობიდან გამოიყვანა: „ნე ხოჩეტ, პუსკაი იძიოტ ნა ხ…ი!“ – განაცხადა და როკოსოვსკი სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან იმ დღესვე დაითხოვა !!!
თუმცა, ამის მიუხედავად, ისტორიამ ყველას თავისი სახელი დაარქვა. კონსტანტინე როკოსოვსკი დარჩა როგორც „გამარჯვების მარშალი“, ხოლო ნიკიტა ხრუშჩოვი, როგორც „სიმინდის ციმბირში მოყვანის აპოლოგეტი და გაეროს ტრიბუნებზე ფეხსაცმლის მობრახუნე“ !!! ? ? ?
დათო ხვადაგიანი; სოციალური ქსელი