“შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ დღევანდელი ქართველიც ასეა… – გურამ ქართველიშვილი

რაც ადამიანმა თაგვის დასაჭერად ხაფანგი გამოიგონა, მას აქეთ საუკუნეებია გასული, მაგრამ არაფერი შეცვლილა ხაფანგსა და თაგვის ურთიერთობაში.

 

უძლურია თაგვი ამ მისთვის მუხანათური და მრისხანე მექანიზმის წინაშე. არაფერი იცვლება, რადგან თაგვს მეტი ტვინი არ აქვს, ხოლო ხაფანგი სწორედ მისი უტვინობით სარგებლობს. ერთადერთი რაც იცვლება ამ ჭიდილში მუდმივად ხაფანგზე წამოგებული სატყუარაა. რაღას აღარ უმარჯვებს ადამიანი თაგუნას ხაფანგზე მიმზიდველობისთვის, ხან ყველს, ხან ცეცხლზე მორუჯულ ნიგოზს, ლორის სურნელოვან ნაჭერს და მრავალგვარ ნუგბარს. თაგვი კი ყველა სატყუარაზე ტყუვდება.

შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ დღევანდელი ქართველიც ასეა. წლები გადის და ათასგვარი სატყუარა-სპექტაკლებით ტვინარეულ ერს ხან რომელი სატყუარით აბამენ ხაფანგში და ხან რომლით. მოწონს ქართველს სატყუარებზე აყოლა, ხოლო როცა გაებმება ხოლმე ხაფანგში, მერე თავისი სიბრიყვის სხვაზე გადაბრალებით მოთქვამს. ამით კი თაგვისგან განსხვავებით უსამართლოცაა. ახალი ხაფანგის სატყუარაც სახეზეა ხაფანგში და მას გაცილებით მიმზიდველი სურნელი ასდის. ,,ეროვნული” სურნელი. მეტს აღარაფერს ვიტყვი. არათაგუნები მიმიხვდებიან. მე კი აღარასდროს გავყოფ თავს იმ ხაფანგში, რომელსაც ქართველების იმედად ყოფნა ქვია ბრძოლაში.

გურამ ქართველიშვილი;  სოციალური ქსელი