სტალინი „მეალაფეებს“ არ სწყალობდა. მათ მეწვრილმანეებს, მეშჩანებსა და მოროდიორებს უწოდებდა.
ყველას „ყელში ამოადინა“ გერმანიიდან წამოღებული ნადავლი და უმეტეს მათგანს, უკლებლივ დააბრუნებინა უკან. ბელადის რისხვას ვერც მარშალი ჟუკოვი გადაურჩა, რომელმაც დამარცხებული გერმანიიდან გამოზიდა სიმდიდრე. „მარშალო! – დიდმა გამარჯვებამ თავბრუ დაგახვიათ და სიმდიდრეზე დაიწყეთ ფიქრი, მაგრამ თქვენგან როტშილდი ან როზენკრეიცერი არ გამოვა და დროა, პირდაპირ მოვალეობებს დაუბრუნდეთო….“ საქართველოდან სტუმრებს ის ხშირად იღებდა და ერთხელ კუნცევოს აგარაკზე, ქართული კულტურის წარმომადგენლები მიიღო და ძალიან გულთბილად შეხვდა. დიდებული სუფრა გაშალა. სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოები მოატანინა. ვასაძეს ,,გურულს“ უწოდებდა. საუბარში სტალინმა მისი როლი ახსენა – „გიორგი სააკაძიდან“ და უთხრა: ,,რამე რომ იყოს, სპარსეთში შაჰად არ წახვიდოდიო?“…. ვასაძეს გასცინებია და უთქვია: ,,სპარსეთის შაჰობა რად მინდა – ამხანაგო სტალინ, როცა ჩემს სახლში ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს. აქ შაჰიც ვარ და შაჰინ – შაჰიცო“…. სტალინს გასცინებია და უთქვია: ,,ასეც ვიცოდი, რომ სპარსეთის შაჰობაზე არ დამთანხმდებოდი. თეირანის კონფერენციის დროს, ჩერჩილს, რუზველტს და სპარსეთის მმართველებს ,,გიორგი სააკაძე“ ვუჩვენეთ. ფილმი ყველას მოეწონა. სპარსელებს კი – განსაკუთრებულად – ,,შაჰ – აბასი“ და თქვეს – აი შაჰიც ასეთი უნდა, მაგ კაცს შაჰად ხომ ვერ დაგვინიშნავთო. მე კი უარი ვუთხარი, ვიცოდი რომ არ დათანხმდებოდიო”….. ვახშამს რომ მორჩნენ და სუფრიდან ადგნენ, ვასაძემ „საქართველოს“ კოლოფი ამოაცურა. სტალინი მივიდა და ჰკითხა: ,, ეს თამბაქო „საქართველოა“ ხომ?“…. ,,დიახ ამხანაგო სტალინ, ხომ არ ინებებთო?“…. ,,არა, ამიტომ არ მიკითხავს. მე მასზე გამოსახული გულმკერდმოღებული ქალის სურათი არ მომწონს. რა არის ეს?, ამის დამხატავს ან დედა არ ჰყავს, ან და, ან ქალიშვილი?, ესაა საქართველო? რომელი საქართველოა? – წარსული, აწმყო თუ მომავალიო?“…. ნახატი ლადო გუდიაშვილს ეკუთვნოდა და მან მეგობრის დაცვა სცადა. ,,თამბაქოს რას ერჩი, თამბაქო კარგია. მე მისი გაფორმება არ მომწონს, რომელიც სახელწოდებას არ შეესაბამებაო“. სტალინი სიტყვების შემდეგ, ვასაძესაც გუდიაშვილის ნახატი გულზე აღარ ეხატებოდა. კრიტიკის შემდეგ, სიგარეტ – „საქართველოს“ კოლოფის დიზაინი სასწრაფოდ შეცვალეს და უფრო აკადემიური ეტიკეტი გაუკეთეს. თუმცა, სახელწოდება იგივე დაუტოვეს. არავინ შეხებია ცნობილ მხატვარ ლადო გუდიაშვილს. ის არც კი გაუკრიტიკებიათ. პროპაგანდა, რეკლამა და შოუ, სტალინის ხელში უმძლავრესი ინსტრუმენტი იყო, რადგან ის განუზომელ ძალაუფლებას ფლობდა და მსახიობ – შემსრულებლებიც უზადოდ ჰყავდა შერჩეული. მათი როლები მკაცრად ნაწილდებოდა. უზარმაზარ საბჭოეთში, იგი იყო ამ ქვეყნის დამცველიც და შემოქმედიც და მას ერქვა – სტალინი.
ბესო ბესო; სოციალური ქსელი