ჭორი თუ სიმართლე!? – პოლიტიკურ ველზე შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს

ვაშაძე და გახარია – პოლიტიკურ ველზე შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს – სკანდალური სოციალური კვლევა.

პოლიტიკურ ველზე შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს – გახარია და “სტრატეგია აღმაშენებელი”.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთ კვლევაში მიიღო გამოკითხვა, რომელშიც მისივე თქმით, ძირითადი ფიგურანტი იყო სტრატეგია აღმაშენებელი და მისი პოზიციონირება.

თუმცა, კითხვამ, რომელმაც გააოგნა იყო – “რა დამოკიდებულება გექნებოდათ სტრატეგია აღმაშენებელსა და გიორგი გახარიას ახალ პარტიას ერთად რომ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა”, რომელსაც როგორც თავად ამბობს, იმდენად გაოგნდა, რომ პასუხიც ვერ გასცა.

“სოციალურ კვლევაში მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, მკვლევარ ორგანიზაციას არ დავაკვირდი.

ორგანიზაცია იკვლევდა “მესამე ცენტრის” ამბებს. შეკითხვებიდან გამომდინარე, ძირითადი ფიგურანტი იყო სტრატეგია აღმაშენებელი და მისი პოზიციონირება. ასევე ძალიან ბევრი შეკითხვა იყო გახარიას ახალ პარტიაზეც.

მარა ბოლოს იყო შეკითხვა: რა დამოკიდებულება გექნებოდათ სტრატეგია აღმაშენებელსა და გიორგი გახარიას ახალ პარტიას ერთად რომ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა!?

იმდენად გავოგნდი, პასუხიც ვერ გავეცი.

ps ნომერიც მაქვს, საიდანაც დარეკეს. ქოლცენტრისაა” – წერს გვარამია “ფეისბუქზე”.

წყარო: ptn.ge