თუ დათანხმდებით ვადამდელის გარეშე პარლამენტში შესვლას, ოპოზიცია ჩაირეცხება …

“თუ დათანხმდებით ვადამდელის გარეშე პარლამენტში შესვლას, ოპოზიცია ჩაირეცხება … თუმცა, ვადამდელამდე მისასვლელად სხვადასხვა გზები შეიძლება განვიხილოთ. მაგრამ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, კითხვის ნიშანიც კი არ უნდა დაისვას“ – ხათუნა ლაგაზიძე პლებისციტში რისკებს ხედავს და ოპოზიციას ურჩევს პრინციპული იყოს.

რა სურს ქართულ ოცნებას და რისი მიღწევა სურს ოპოზიციას? – პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დღეს ქართული ოცნების მიზანი რომ ხელისუფლებაში დარჩენაა ნებისმიერი ბგზებით, ეს ცხადია, თუმცა მისი თქმით, არსებობს კითხვის ნიშნები, რისი მიღწევა სურს ოპოზიციას და რამდენად მისაღები იქნება ეს ოპოზიციური ამომრჩევლისთვის.
„რასაც ვაკვირდები რიტორიკას, ოდნავ მეტი იმედი გამიჩნდა, ვიდრე ეს იყო მიშელის ვიზიტამდე, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება საერთო ნიშნულამდე მივა. მაგრამ მინდა მივმართო ოპოზიციას, თუ თქვენ დათანხმდებით მოლაპარაკებებით და პარლამენტში შესვალზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე მე გპირდებით რომ ქართული ოპოზიცია ჩაირეცხება.

ამას გეუბნებით მილიონი ამომრჩებლის სახელით და მეც გავაკეთებ ყველაფერს იმისთის რომ სხვა დროს ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეუფრაცხყოს საკუთარი ამომრჩეველი და გაუჩნოს კითხვის ნიშნები“ – აცხადებს ექსპერტი.

ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ამის თქმის საშუალებას აძლევს „ფრაზებს მიღმა კითხვა“. ექსპერტი აქვე აღნიშნავს, რომ დასავლეთი რომელიც ქართული სახელმწიფოს არსებობის უპირობო გარანტია, და რომელიც დღეს მნიშნელივან როლს თამაშობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შრის დიალოგის წარმართვის პროცესში, ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციამ პირბველ რიგში უნდა გაითვალისწინოს საკუთარი ამომრჩევლის ნება, და ამავდროულად, ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ თავად „დასავლეთსაც მართებს პატივისცემს პროდასავლურად განწყობილი ამომრჩევლისადმი“

“მე განცხადებას ვაკეთებ პრევენციისთვის, ამომრჩეველი კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვერ გადაიტანს“ – დასძენს ლაგაზიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს, როგორც „ნიუპოსტთან“ ლაგაზიძე ამბობს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა ეს არის დიალოგის მთავარი ნაწილი ვადამდელ არჩევნებღთან ერთად და არც კი შეიძლება ამაზე კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

„პოლიტპატიმრების მძევლად აყვანა და ხელისუფლების მხრიდან ამით ვაჭრობა, დაუშვებელია. ეს არის ღირსების საკითხი როგორც ოპოზიციისთვის, ასევე დასავლეთისთვისაც. დიალოგის მაგიდასთან განსახილველ საკთხებს შორის , ვადამდელ არჩევნებთან ერთად პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება არის უმთავრესი საკითხი და აქ კითხვის ნიშანი არც უნდა დაისვას“ – ამბობს ნიუპოსტთან ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტი დღეს ტვ მთავართან საუბრისას პლებისციტის საკითხსაც შეეხო, „მე ვარ პირველი, როცა დეკემბერში გავიგე პლებისციტის თემა, ვიყავი კატეგორიულად წინააღმდეგი. მაგრამ რადგან დღეს უპირველესი ამოცანა საზოგადოების გაერთიანება და ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანაა, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი სხვადასხვა გზების ძიებაში მე ოპოზიციის მიმართ ლოიალური ვიქნები.

მთავარია ოპოზიციას არ გამორჩეს მხედველობიდან ის, რომ „ოცნება“ პლებისციტით დროის მოგებას შეეცდება და არ დაავიწყდეს, რომ „ქართული ოცნება“ თავისი ემოციური სტატუსით საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის. დღეს გადაწყვეტილების მიღებისას, მათზე ზემოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ემოციური ფაქტორიები და ეს არის საფრთის შემცველი, ამის თქმის საშალებას მე მაძლებვს ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები და მათ შორის სურვილი, შეჭრილიყვნენ ტვ პირველში. როგორც არ უნდა უარყონ, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც შავით თეთრზე ეწერა, ისინი მზად იყვნენ ტვ პირველში შესჭრელად და რომ არა საზოგადოების რეაქიცა, ისინი ამაზე წამსვლელი იყვნენ.

‘ზოგადადა საკითხის დასმა, რომ შეიძლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ გაუხანგრძლივდეს ხელისუფლებაში ჰყოფნის ვადა, არის რისკის შემცველი. მაგრანმ ამავდროულად, ისევ და ისევ დასავლეთის პატივისცემით, და ის რომ ამ ქვეყანას ჭირდება მშვიდობიანი ცვლილებები, არ გამოვრიცხავ არჩევნებამდე მისვლის სხვადასხვა გზებს, მაგრამ, როგორც აუციელბელი პირობა, რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს დაკმაყოფიებული. გზებზე შეიძლება ვისაუბროთ” – აცხადებს ექსპერტი.

წყარო: itv.ge