ჟიული შარტავა და ვასილ მჟავანაძე კომუნისტები იყვნენ, ილია მართალი, რუსეთის დუმის წევრი; ისე არ მომკლა უფალო, მათი მსგავსი ქართველები არ ვნახო კიდევ… – დიტო ბიძინაშვილი

ერთი სული აქვთ გამპრავებლებს, რომ ეს ხალხის ერთობა შეეკრას ნაცებს და კარვები დასცენ რუსთაველზე. ვერ მოგართვით! ამოგძრობათ სული მაგ ოცნებაში! ნაცებს ვევრძვითო და დღითი დღე ემგვანებით მაგათ!
ჩემებურად გაგცემთ პასუხს:

იმერეთის მიწების დამცავი ნაცის როგორ უნდა დაიჯერო, როდესაც თავად კოდორის, შიდა ქართლის და გარეჯის მიწები გაყიდეს. მათი ფუთფუთი რომ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაა, ყველა ნორმალური ადამიანი ხვდება.
დღესაც შევნიშნე აქციაზე, ეულად მდგარი რამოდენიმე ქალაქის კოლორიტი ნაცი, რომლებსაც სახე გაქვავებოდათ დარდისგან.
ღმერთო, შენ მაინც ხედავ ყველაფერს, როგორ მომინდა მისვლა და პანღურის ამოკვრა, მაგრამ როგორ გინდა ამ ნაფერებ საქმეში სიტუაციის არევა?
ვერავის დაუშლი აქციაზე მისვლას, კი უნდათ პოლიტიკური სახე მისცენ მაგრამ ვერ ბედავენ, იციან რომ დინგში მოხვდებათ.
ასე რომ პატივცემულებო, ნაცების ამოძირკვა თუ გინდათ, აგერ ჯერ ქუთაისის მერიისგან დაიწყეთ.
პარტიაზე და თანამდებობეზე, აღარ ვამბობ არაფერს
დიმიტრი გელოვანი გინდათ ყველგან, მაგრამ მცირე რესურსის გამო არ იქნება ეგ. ღმერთმანი, წლების უკან ნათქვამს გავიმეორებ და რიონის ხეობა არაფერ შუაშია: გაუსვრელები ახალგაზრდები არიან , თუმცა მათი უმეტესობისთვის, ბარიგების აჯანყება უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ქართული მიწები. დღევანდელ აქციაზე ძირითადად შუა ხნის ხალხი იდგა. ღმერთმა დამიფაროს, რომ ყველაზე ვამბობდე, იყვნენ ახალგაზრდებიც მაგრამ აშკარად არასაკმარისი რაოდენობის. ლიბერალიზმით მოწამლეს გაუსვრელი ხალხი.
პარტიაში რომ იყო კაცი იმისთვის კი არ უნდა აგინოთ, არამედ იმისთვის რა გააკეთა. ერთადერთხელ ვიყავი მეც პარტიაში, კოალიციის დროს და იქ მივხვდი რა არის ულტრა ლიბერალიზმი.
არ დაგავიწყდეთ რომ ჟიული შარტავა და ვასილ მჟავანაძე კომუნისტები იყვნენ და ილია მართალი, რუსეთის დუმის წევრი. ისე არ მომკლა უფალო, მათი მსგავსი ქართველები არ ვნახო კიდევ.

დიტო ბიძინაშვილი; სოციალური ქსელი