გრიგოლ ონიანი: სტალინი და ბასილაშვილი – ორივე ქართველი, ორივე ძლიერი, ორივე წარმატებული და ძალიან სიმპატიურები არიან

ქალბატონო ბაია
თქვენ პოსტში ნათქვამია – „მასე, სტალინიც კი იყო ქართველი, ძლიერი და მაშინ სტალინითაც იამაყოს ერმა თუ მხოლოდ ქართველობა, წარმატებულობა და სიძლიერეა მთავარი გულშემატკივართათვის“.

დიახ, ჩვენ ქართველობა გვეამაყება და თუ ქართველი წარმატებული და ძლიერიცაა, ეს უკვე არამარტო საამაყოა, არამედ ერისთვის ბედნიერებაცაა.
ნამდვილ ქართველს ქრისტესმიერი და სახარებისმიერი ყველაფერი მოსწონს და უყვარს და მას ვერაფერი შეაცვლევინებს.
თითოეულმა ქართველმა დაწოლის წინ უნდა გაიხსენოს ქეთევან წამებული, პირჯვარი გადაიწეროს და ისე დაიძინოს.
ქართველო ხალხო, იყავით მხნედ და მედგრად, თქვენი წილხვედრი ქვეყანა ქრისტეს ქვეყანაა!
პ.ს. ქალბატონო ბაია, სტალინი და ბასილაშვილი – ორივე ქართველი, ორივე ძლიერი, ორივე წარმატებული და ძალიან სიმპატიურები არიან.
იმედია მეთანხმებით (smile)

გრიგოლ ონიანი; სოციალური ქსელი