ჰა, ძმებო, აშშ-ის ელჩი არ დამიჩაგროთ, არ დამიტოვოთ თამაშგარეთ! ევროპა აფხაზეთ-ოსეთს გვიფეშქაშებს და აშშ კი  დავით გარეჯასა…- გოგი ლორთქიფანიძე

“დამოუკიდებელი” საქართველო ერთდროულად დარბის ბრიუსელშიც და ევროკავშირის თბილისის საელჩოშიც. აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ… მოლაპარაკების ძირითადი თემაა: როგორ მოვახერხოთ, რომ არც მწვადი დავწვათ, არც შამფური?

სოც

ანუ როგორ ჩავაბაროთ წარსულს მიშა სააკაშვილისა და მისი “პადელნიკების” მიერ ჩადენილი ცოდვები, ამიერიდან ოფიციალურად განვიხილოთ ისინი რესპექტაბელური პოლიტიკოსების რანგში და ვაღიაროთ “ნაცმოძრაობა” ცივილიზებულ ევროპულ ძალად. ეგენი – დასავლელი მეგობრების თხოვნით – საყოველთაო ამნისტიაზეც არიან წამსვლელები.
ჰა, ძმებო, ამერიკის ელჩი არ დამიჩაგროთ და არ დამიტოვოთ თამაშგარეთ! ევროპა აფხაზეთსა და სამხ. ოსეთს გვიფეშქაშებს და ამერიკა დავით გარეჯასა.
გ.ლ. ?

გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი