მსოფლიოში „სპუტნიკ V“-ზე მოთხოვნა იზრდება

რუსული ვაქცინა ეროვნული რეგულატორების მიერ მოწონებულ ვაქცინებს შორის მეორე ადგილს იკავებს – პრეპარატით ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ზე მოთხოვნილება მიწოდებას აჭარბებს, თუმცა პრეპარატის სამშობლოში პრიორიტეტული თანამემამულეების ვაქცინაციაა, წერს РИА Новости რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანზე დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.

„ფაქტია, რომ მსოფლიოში რუსულ ვაქცინაზე მოთხოვნილება დიდია და ამ მომენტისთვის მოთხოვნა მნიშვნელოვნად აჭარბებს მიწოდების რაოდენობას, რისი უზრუნველყოფაც შეუძლიათ მწარმოებელ სიმძლავრეებს. ყოველივე ეს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს დაძაბულ რეჟიმში მუშაობას ავალდებულებს“, – განაცხადა პესკოვმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი რუსულ ვაქცინაზე საერთაშორისო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად უფლებამოსილია განახორციელოს საერთაშორისო კავშირები.

„ფონდი მართლაც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. რა თქმა უნდა, ფონდისა და სამთავრობო შტაბის ხაზებით პრეზიდენტი ყოველდღიურ ანგარიშს იღებს საქმის ვითარებასთან დაკავშირებით. უდავოა, რომ პრიორიტეტულ საკითხად რუსეთის მოქალაქეების ვაქცინაცია რჩება“, – განაცხადა პესკოვმა და ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად აკონტროლებს პრეზიდენტი საზღვრებს გარეთ რუსული ვაქცინის აღიარება–გავრცელების პროცესს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის ცენტრში შემუშავდა. ეს პრეპარატი მსოფლიოში პირველი აღმოჩნდა კორონავირუსის ოფიციალურად დარეგისტრირებულ ვაქცინებს შორის. „სპუტნიკ V” ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზეა შექმნილი.

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

ამჟამად „სპუტნიკ V“ მსოფლიოს ათობით ქვეყანაშია მოწონებული, მათ შორის, სომხეთში, ბელარუსში, არგენტინაში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მოლდოვაში, სლოვაკეთში და ა.შ.