მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა ნელ-ნელა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე ისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს.

„მიუღებელია ჩვენთვის ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება, ეს არის პრემიერ- მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობას და ექსპერტებს. ეს არის ოთპუნქტიანი გეგმა, მათ შორის არის ხელახალი კვლევების გადახედვა და მანამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევა.

ეს არის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა. ეს არის მეტი ჩართულობა, როგორც ამ ფონდის მართვის პროცესში, ასევე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში. ჩვენი კარი ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

 

“იმედინიუსი”