— ბ ზ ა რ ე ბ ი —
ვინც არ იცის თუ როგორ გახლიჩეს თაობები სოციალდემოკრატებმა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე, რამაც ეროვნული კატასტროფა გამოიწვია შედეგად და ოციანი წლების ქართველი ნაღების ხოცვა – ჟლეტას ჩაუყარა საფუძველი, ის ვერასდროს მიხვდება რა ხდება დღეს.
,,ჩარეცხილობის” ხელწერაც იგივეა, რომელიც სოროსელებმა დათესეს ჩვენს ახალგაზრდა თაობებში. ამიტომაც არ ხდება ჩემთვის ახალი არაფერი. ასეთ მძიმე დროს უფროსი თაობის ერთგული წარმომადგენლები, რომლებმაც ყველაფერი ანაცვალეს ქართულ საქმეს და ამ ფულით ნაყიდ საზოგადოებაში თავი სუფთად შეინახეს ახალი თაობებისგან კეთროვანებივით მიუღებელნი არიან.
კი ბატონო, გავაგრძელოთ ასე და სადამდე მიგვიყვანს ეს მტრისგან ჩაგდებული ბზარები თაობებს შორის, ამას სულ მოკლე დროში მოვიმკით.
ვინც დღეს იმას გაიძახის, რომ ახალგაზრდებს უფროსების გამოცდილების გაზიარება არ ჭირდებათო, მან არაფერი იცის და საკუთარი ქარაფშუტობით ღუპავს საქმეს. ამიტომაც იდგნენ ნამოხვანელ გულანთებულების გვერდით ქუთაისის ტრიბუნაზე სოროსელებიც და ამიტომ მიმართავდნენ (პირადად ჩემთვის დაბლოკილი) მიკროფონიდან ნაცი აქტივისტებიც ხალხს, პატრიოტებთან ერთად. ამიტომ ემსახურება ნამოხვანის თემას დღეს იურისტთა სოროსული ორგანიზაცია ,,საია” და ამიტომ მიყავდათ რეპორტაჟ_ჩერთვები სოროსის მონა ახალგაზრდებს ქუთაისიდან.
კი ბატონო, მე და ჩემისთანები უკვე გავდექით განზე და ნამოხვანელებისგან იგნორირებულებს პოლიტიკისკენ გახედვაც აღარ გვინდა, მაგრამ შედეგი როცა დადგება, ნუღა ავწუწუნდებით, რადგან დღეს რა სახიფათო მომავალსაც ეყრება საფუძველი იმას ისევ ეს ყაჩაღად ამდგარი ხელისუფლება გამოიყენებს.
არავინ იფიქროს რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდები. არა, ეს სტატუსი კიდევ ერთი გაფრთხილებაა და ისიც ვიცი, რომ ცოტა მიხვდება რასაც ვწერ ამ ,,ურა-ვაშას” ,,აზროვნების” ქაოსში, მაგრამ როგორც ყოველთვის ვალს ვიხდი ქვეყნის წინაშე ჩემი სიმართლით.
გურამ ქართველიშვილი; სოციალური ქსელი