ბრიტანეთში, ქალაქ ლესტერის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც კორონავირუსული პანდემიის განმავლობაში სახლში არიან ჩაკეტილები, სკოლის ადმინისტრაციამ საშინაო დავალებად მისცა გეგმა, თუ როგორ წარმოედგინათ მათ საკუთარი დაკრძალვა.
13 წლის მოსწავლეებს ამის განსახორციელებლად სპეციალური ანკეტები დაურიგეს, სადაც კითხვარი იყო მოცემული- მათ ეკითხებოდნენ თუ რომელი იყო მათი საყვარელი ჰიმნი და რა სტილის კუბოები სურდათ თავიანთ დაკრძალვაზე.
დავალების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ბავშვებს აგრეთვე უნდა აერჩიათ როგორი სახის ყვავილები იყო მათი მემორიალისთვის მისაღები , სკოლის მოსწავლეებს უნდა შეედგინათ დაკრძალვის დროს მოსასვლელი სტუმრების სია. არასრულწლოვნებსუნდა აერჩიათ მათ დაკრძალვა სურდათ თავიანთი სხეულის თუ კრემაციას ანიჭებდნენ უპირატესობას.
ერთ-ერთი კითხვით სკოლის ადმინისტრაცია დავალების ადრესატისგან ითხოვდა პასუხს, თუ სად ისურვებდა იგი დაკრძალვას, ან ფერფლის გაფანტვის პროცედურას რა ტერიტორიაზე მიანიჭებდა უპირატესობას და რატომ?!
მშობლებმა სოციალურ ქსელში შეშფოთება ვერ დამალეს აღნიშნულ ფაქტზე- ისინი აცხადებდნენ, რომ ბავშვებს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიადგებოდათ მსგავსი სახის ე.წ საშინაო დავალებებით და უფრო გაუმძაფრდებოდათ სიკვდილის შიში. სკოლამ ზემოხსენებული დავალების გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ საშინაო დავალება შეცდომით იქნა გამოგზავნილი.
“ნიუპოსტს.ჯი”