ჩვენი მდგომარეობა ჰგავს იმ მონის ბედს, ერთმა ბატონმა მეორეს რომ მიჰყიდა….
ახალი ბატონი უფრო მეტსაც რომ ამუშავებს და უფრო მეტადაც რომ აშიმშილებს, მაგრამ სამაგიეროდ ცოტა გრძელი თოკით ჰყავს დაბმული და ამით თავისუფლების ილუზიას უქმნის……
….მაგრამ შენ როდესაც თვეში 7, 10 და 20 ათასი გაქვს ხელფასი, ხალხის შემოსავალი კი 750 ლარს არ აღემატება, (უმეტესწილად ასეა).. როდესაც გაქვს რამოდენიმე სახლი, აგარაკები ზღვაზე თუ მთაში და უამრავი უბინაო და უპატრონო ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში,.. როდესაც სავახშმოდ ელისეის მინდვრებზე დადიხარ და ხალხი კი მშიერია….. შენ აღარ გაქვს მორალური უფლება ხალხის სახელით საუბრისა….შენ არ ხარ ხალხი….შენთვის ხალხი უბრალოდ მოხმარების საგანია……
დამოუკიდებლობა თუ გვინდა, მაშინ ოლიმპოს მთიდან უნდა ჩამოვყაროთ ცრუ ღმერთები და ნამდვილი, სახალხო ხელისუფლება მოვიყვანოთ სათავეში, ნამდვილი სახალხო ტელევიზიით, ნამდვილი სახალხო ეკონომიკით, ნამდვილი სახალხო სასამართლოთი და ა.შ….
გისურვებთ დამოუკიდებლობას.❤️?
ედიშერ ოდიშარია; სოციალური ქსელი