გააქირავე მარტივად rent.myhome.ge-ს დახმარებით

Myhome-მა შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი პლატფორმა, rent.myhome.ge, შექმნა, რომელიც უძრავი ქონების გამქირავებლებს და ტურისტებს დაეხმარება, მარტივად იპოვონ ერთმანეთი.

 

ვებგვერდზე გამქირავებელს შეეძლება, მარტივად განათავსოს სახლი, ბინა, ოთახი, გესთჰაუსი თუ სასტუმრო, უმასპინძლოს ტურისტებს და მიიღოს დამატებით შემოსავალი.

მასპინძლები შეძლებენ, სრულყოფილად წარმოაჩინონ შეთავაზება: განთავსების პირობები, კვება თუ სხვა დამატებითი მომსახურებები, ონლაინ დაჯავშნითა და გადახდის შესაძლებლობით.

განმთავსებლებისთვის ჯავშნების პროცესის მარტივად სამართავად პლატფორმაში ინტეგრირებულია სპეციალური კალენდარი. ამასთანავე, შესაძლებელი იქნება გადახდის ფორმის არჩევა: ონლაინ გადახდა ან ადგილზე ანგარიშსწორება. პლატფორმით სარგებლობა ნოემბრამდე საკომისიოს გადახდის გარეშე იქნება შესაძლებელი.

განთავსებული შეთავაზებები გამოჩნდება Myhome-ის დღიურად გაქირავების მოდულში, სადაც 2019 წლის ზაფხულში 125 ათასმა უნიკალურმა მომხმარებელმა მოძებნა სასურველი საკურორტო ქონება.

“ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მქონე პირველი სრულყოფილი პლატფორმა ქართული უძრავი ქონების გაქირავებისთვის, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე და მორგებულია ადგილობრივ საჭიროებებს, რაც დაეხმარება შიდა ტურიზმსა და ადგილობრივი სერვისების განვითარება”, — აცხადებს მადონა კაჭკაჭაშვილი, Myhome-ის პროდუქტის ხელმძღვანელი.

სასურველი ქონების დასამატებლად ეწვიე პლატფორმის ვებგვერდს, rent.myhome.ge, ხოლო დასაკავშირებლად ან კითხვების დასასმელად — Facebook-ის გვერდს .

პროექტი ხორციელდება Myhome-ისა და Visa-ს კოლაბორაციით, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და დაეხმარება ადგილობივ ბიზნესებს მიმდინარე კრიზისიდან სწრაფად გამოსვლაში.

“ონ.ჯი”