კორონავირუსის მესამე ტალღის ალბათობა ძალიან მაღალია – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღის ალბათობა ძალიან მაღალია.

„მონაცემები აჩვენებს, რომ პირბადის ტარება ძალიან დაბალ ნიშნულზეა. თუ თავს შევიკავებთ ხალხმრავალი თავშეყრისგან, ვატარებთ პირბადეს და დავიცავთ სოციალურ დისტანცირებას, არსებობს იმედი რომ ზაფხულამდე მივიდეთ ისე, რომ მესამე ტალღა არ გვქონდეს. ალბათობა იმისა რომ მესამე ტალღა გვქონდეს ძალიან მაღალია. ეს ვაქცინაცია არაფერს არ მოგვცემს” – განაცხადა იმნაძემ.

წყარო: itv.ge