კოვიდსტატისტიკა რეგიონებში. 26 მარტის მონაცემები

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 203 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა – 26, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 279 446 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 271 585 გარდაიცვალა 3 738 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.

 

“იმედინიუსი”