საქართველოს სახეს დედალ-მამალი ნაციონალები და ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელი, უსახური ადამიანები ქმნიან – გოგი ლორთქიფანიძე

იყო დრო, საქართველოს სახეს მსოფლიოში იპოლიტე ხვიჩია, ეროსი მანჯგალაძე, სესილია თაყაიშვილი და მიხეილ მესხი ქმნიდნენ.
ის “რკინის გალავნით” გარშემორტყმული, მაგრამ მაინც ღია, შინაგანად უფრო თავისუფალი, მეგობრული, სიკეთით აღსავსე და არაკეთილმოსურნეთა შემოტევებისგან მეტნაკლებად დაცული საქართველო გახლდათ.
ამჟამად კი საქართველოს სახეს მამალი თუ დედალი ნაციონალები და ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელი უსახური ადამიანები ქმნიან. ვიზები გაუქმებულია, საზღვრები კი გახსნილი (კოვიდი, იმედია, მაინც დროებითი მოვლენაა) – და მაინც დაუფარავი ზიზღითა თუ ფარული სიძულვილით აღსავსე, დაჩიავებული და ბოროტების ზეობისგან დაუცველი ქვეყანა შეგვრჩა ხელში.
და სწორედ ესაა, ჩემი მოკრძალებული აზრით, დღევანდელი საქართველოს მიმდინარე ტრაგედია.
და პარტერშიც რომ გაყიდულია ბილეთები!
გ.ლ.