სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – ამის შესახებ სენამედის საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმი ნინო მგალობლიშვილი აცხადებს.
„ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ერთი პაციენტი გადაიყვანეს ქუთაისში, ხოლო მეორეს უტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა მძიმედაა”,- გვითხრა მან.
შეგახსენებთ,ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომაქანა შეეჯახა.
2 დაშავებული კლინიკა ,,სენამედში“ გადაიყვანეს,ხოლო სამი დაშავებული კლინიკა ,,არქიმედეში“.
შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო: itv.ge