„ალია“ აგრძელებს ინტერვიუს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან, საფრანგეთში მცხოვრებ პოლიტიკურ დევნილთან, დავით ნემსაძესთან.
– დათო, სოციალურ ქსელში ბევრს წერ თურქეთის დაზვერვის აგენტურის აქტიურობაზე საქართველოში. განსაკუთრებულად, თავდაცვის სამინისტროში არსებულ აგენტურაზე ამახვილებ ყურადღებას. რა კონკრეტული ფაქტები და ვერსიები იცი ამის შესახებ?
– პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა საქართველოში. აშკარაა ქვეყანაში თურქული გავლენები. საქართველოს უშიშროების სამსახური, ფაქტობრივად, არ არსებობს. საქართველოს უშიშროების სამსახურების მორღვევამ გამოიწვია, რომ დღეს საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია უცხოური სპეცსამსახურების მოქმედებისთვის. თურქეთს ჩვენს რეგიონში აქვს ძალიან სერიოზული ამბიციები. რაც შეეხება თურქეთის აგენტურის მუშაობას საქართველოში. მთელი უბედურება ის არის, რომ თურქეთის აგენტები თავიანთ საქციელს აღარ მალავენ. მოქმედებენ ჰიბრიდული ჯგუფები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს საზოგადოებაში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში, ეს არის, პირდაპირი ბრძოლა ქართულ ეკლესიასთან, თურქული კულტურისა და სენტიმენტების დანერგვა ქვეყანაში. აგერ, თურქულმა სერიალებმა წალეკა ქართული ტელე–სივრცე. ქართულ ახალგაზრდობაში უკვე იმდენად დიდია თურქული სერიალების გავლენა, რომ მათთვის უცხო არ არის, მაჰმადიანური ცხოვრების წეს–ჩვეულებები. საქართველოში არაერთ ბავშვს თურქული სახელი დაარქვეს. ახლა უმთავრესი საკითხი. სამწუხაროდ, საქართველოში თურქულ დაზვერვაზე მომუშავე მოღალატე ქართველებმა შექმნეს ისეთი ილუზია, რომ რადგან თურქეთი არის ნატო–ს წევრი ქვეყანა, ჩვენ უნდა ვიყოთ პროთურქული მიმართულების. ეს არის მცდარი პოზიცია, ამით ცდილობენ თურქული ინტერესების „გაპრავებას“ საქართველოში.
არიან პიროვნებები, რომლებიც თურქულ ინტერესებს ხელმძღვანელობენ. თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშელს, პირდაპირ აქვს ხელი მოწერილი თურქული ინტერესების გატარებაზე საქართველოში. ასევე, მისი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ გიორგი თავდგირიძე, გენერალ აკია ბარბაქაძის მეგობარი, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მრჩეველი იყო სამხედრო საკითხებში, ხიდაშელის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე და პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობდა ქართული არმიის ყაზარმებში მეჩეთების გახსნას – გიორგი მოლოდინი. ეს პიროვნება თინა ხიდაშელის რჩეული იყო, თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად. ჯარში ნამსახურებიც არ არის, იყო ჟურნალისტი. თინა ხიდაშელმა როდესაც მეჩეთების მშენებლობა დაიწყო ყაზარმებში, ეს იყო პირდაპირ თურქეთის სადაზვერვო სამსახურების დაკვეთა. ამით შეიქმნა სერიოზული პრობლემები შეიარაღებულ ძალებში, რადგან ჯარი არის სპეციფიკური უწყება, წოდებრივი და სუბორდინაციული დამოკიდებულებებით. ძალიან ცუდია, როდესაც რელიგიურ ნიადაგზე აკეთებ არმიის დაყოფა–პროვოცირებას. თინა ხიდაშელმა გამოსცა ბრძანება, რომ ყველა ყაზარმაში ყოფილიყო მეჩეთის ტიპის სალოცავი. მე თვითონ ვიყავი ამის მომსწრე. მე თვითონ მიმყავდა ჯარისკაცები მეჩეთში, ლოცულობდნენ და მომყავდა უკან სამხედრო ნაწილში. ამით მეც პატივს მივაგებდი მათ რელიგიას. ხიდაშელმა თქვა, არა, ეს საკმარისი არ არისო. გამოსცა ეს ბრძანება, დაიწყო ყაზარმებში მუსულმანური სალოცავების მშენებლობა და მინისტრის ამ ცუდმა წახალისებამ გამოიწვია დაპირისპირება ჯარში. მაგალითად, როდესაც ქართველი ბიჭები ლოცულობდნენ, მუსულმანმა ჯარისკაცებმა შეაფურთხეს ლოცვის დროს. მოხდა ჩხუბი და კონფლიქტი. სამხედრო პოლიცია ჩაერია ამ საქმეში, ეს საქმე ჩაიფარცხა.
– სად მოხდა ეს შემთხვევა?
– თბილისში, შეიარაღებისა და ტექნიკის ბაზაზე, ბაზის მეთაური, პოლკოვნიკი ილია ლუტიძე მალავდა ამ ფაქტს, სადამდეც შეეძლო. არ სურდა ხიდაშელის ყბაში მოხვედრა, რომ მის ბაზაზე რელიგიურ ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. ამას მალავდა დაზვერვის კონტრ–სამსახური, სუს–ის მაშინდელი უფროსი, ვახტანგ გომელაური. ბოლოს ოთახი გამოუყვეს მუსულმან ჯარისკაცებს და მათ მოითხოვეს, დიდი ნოხი ეყიდათ მათთვის ლოცვის რიტუალის შესასრულებლად. იმ დროს მაგ ბაზაზე ვმუშაობდი ოცმეთაურად. დამიბარეს შტაბში, რომ გავცნობოდი ამ ტელეგრამას, სადაც გარკვევით ეწერა, რომ ყველა სამხედრო პირი ვალდებული იყო, ხელი შეეწყო ამ პროცესისთვის. განვაცხადე უარი ამის შესრულებაზე და პროტესტის ნიშნად ტელეფონოგრამას არ მოვაწერე ხელი. მე ჩავედი შტაბიდან ქვევით და ვუთხარი მართლმადიდებელ მღვდელს, რომელიც მომაგრებული იყო ჩვენს სამხედრო ნაწილზე. კაპელანს რომ ეძახიან, იმ მამაოზე მოგახსენებ. ამ ამერიკული პროექტების პირდაპირ გადმოღებამ ჩვენს ჯარში, სასულიერო პირსაც კი შეუცვალა სახელი. მოკლედ, მამაოს ვუთხარი, დავითისა და თამარის ჯარში, როგორ შეიძლება, ქრისტესმიერ არმიაში მუსულმანურად ლოცულობდნენ–მეთქი? ეს სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ ყველანი უნდა გავჩუმდეთო, – მითხრა მამაომ. როგორ უნდა გაჩუმდე, ჯვარი გკიდია გულზე, აღმსარებლობაზე, ჯარის მორალურ მდგრადობაზე ხარ პასუხისმგებელი და როგორ შეიძლება, ამაზე გაჩუმდე-მეთქი? – ვუთხარი მამაოს. არა, უნდა გავჩუმდეთო – იგივე მიპასუხა. თანახმა იყო, ხელფასი აეღო თავდაცვის სამინისტროდან, ჯიბეში ჩაედო და ქრისტე და რჯული გაეყიდა. მამა დავით ლონდარიძე, რომელიც იყო მთავარი სასულიერო პირი თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო ნაწილებზე მიმაგრებული მღვდლების, ე.წ. კაპელანების უფროსი, ისიც სდუმდა და მთელი საპატრიარქო სდუმდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ხმას იმიტომ არავინ იღებდა, რომ თინა ხიდაშელს გაგზავნილი ჰქონდა თავისი ნოტა საპატრიარქოში, რომ მისთვის ამ საქმეში ხელი არ უნდა შეეშალათ. ასეთი რელიგიური კონფლიქტები მრავლად წარმოიქმნა შემდგომში, ჩემს სხვა სამხედრო ნაწილებშიც, იყო ჩხუბები და დაპირისპირებები. ამ არეული ვითარების გაკონტროლება ხიდაშელმა დაავალა გიორგი მოლოდინს. მოლოდინმა ყველაფერი დეტალურად შეისწავლა და მას მოახსენეს, რომ მე ვიყავი კატეგორიულად მოწინააღმდეგე პირი, რომ ჩემს სამხედრო ნაწილში, რელიგიური ნიშნით ჯარისკაცთა დაყოფა მომხდარიყო. ამის შემდეგ დამიბარეს თავდაცვის სამინისტროში. ამ საუბარს ესწრებოდა გიორგი მოლოდინი, გიორგი შაიშმელაშვილი, გიორგი თავდგირიძე და გამომკითხეს ყველაფერი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნაში ხელი ექნებოდა თურქეთის დაზვერვას. ჯერ ერთი იძულებით გამიშვეს შვებულებაში. ამ პერიოდში დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომლის ვინაობასაც ვერ დავასახელებ და მეუბნება, აუცილებლად გამოცხადდი სამსახურში, რადგან შტაბის უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი, ბაზის მეთაური ილია ლუტიძე და მეთაურის მრჩეველი შალვა კაჭარავა, შენი ქვედანაყოფიდან იბარებენ ჯარისკაცებს, ღამე არ აძინებენ, დაკითხვას უწყობენ და აიძულებენ, შენს საწინააღმდეგოდ ჩვენებების მიცემასო. მივედი ბაზაზე და აღმოჩნდა, რომ მოუძებნიათ მუსულმანური აღმსარებლობის ჯარისკაცები და მიაცემინეს ჩემს წინააღმდეგ ჩვენება. ერთი იყო მარკოიძე, მეორე ჯონი იმედაშვილი, რომელმაც პირადად გამანდო, რომ გარკვეული ძალების მიერ ემზადებოდა ტერორისტული მიზნებისთვის და უნდა გადაეყვანათ სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, ტერორისტების მხარეზე საბრძოლველად. იმედაშვილი იყო მკლავჭიდელი, ფიზიკურად კარგად არის მომზადებული, ვერ იტანდა მართლმადიდებლებს, ვერ იტანდა ქართველ სასულიერო პირებს. მაგის გამო არაერთი შენიშვნა მიმიცია, ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება, შენი მხრიდან ასე იყოს. თუმცა, თავისას არ იშლიდა და ამის გამო პრობლემებიც ჰქონდა. იმედაშვილს უთხრეს, რომ მე ვიყავი ქართული არმიის მუსლიმიზაციის წინააღმდეგი, ამის მერე დააწერინეს, რომ მე ის მიმყავდა თვითმკლელობამდე.
– დათო, ჯონი იმედაშვილს ქართულ ჯარში იმისთვის ამზადებდნენ, რომ შემდეგ გაეშვათ სირიაში ტერორისტების მხარეს და ბაშად ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად?
– თავად მითხრა ეს, რომ მას ამზადებდნენ ამისთვის სპეციალურად. მე გამომიძახეს ხიდაშელის აპარატში და ამის შესახებ იქ ვისაუბრე. ამ საუბარს ესწრებოდნენ გიორგი მოლოდინი, გიორგი თავდგირიძე და გიორგი შაიშმელაშვილი. როდესაც მე ამ ყველაფერზე ვისაუბრე, გიორგი თავდგირიძემ მითხრა, რომ ჩვენო, ესეთი ადამიანიო 15 გვყავსო შეიარაღებულ ძალებშიო, ოფიციალური ტერორისტიო, ვაფიქსირებ. მაგრამ ეს პიროვნება ჩვენ არ ვიცოდითო და ასეთი რაღაც რომ თქვაო, საინტერესო არის ძალიანო. მე იმიტომ კი არ მითქვია, რომ მან ეს თქვა… მე ვიყავი გარკვეული ვალდებულებებით აღჭურვილი პირი, ტერორიზმი არის მსოფლიო დონის დანაშაული, ამისთვის უნდა მიექცია სპეცსამსახურს ყურადღება. ეს უნდა მომეხსენებინა ჩემი მეთაურობისთვის, მე ეს ვალდებულებაში მქონდა. ამათ კიდევ გამოიყენეს ისე, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ მიაცემინეს ჩვენება, რომ პროვოკაციული შანტაჟით ჩამოვეშორებინე სამინისტროდან და მერე მეჩეთი გახსნილიყო ყაზარმაში. სამსახურში როდესაც გავედი, ჯონი იმედაშვილი ჩემი ქვედანაყოფიდან გადაყვნილი იყო სხვაგან, სხვის დაქვემდებარებაში. შემდეგ დამიბარეს სამხედრო პოლიციაში და უნდოდათ ჩემთვის ბრალის წაყენება. ვინც ეს ინფორმაცია გამაგებინა, მანვე მომცა ფოტომასალა, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ თინა ხიდაშელი და ანა დოლიძე ჩასულები არიან პანკისის ხეობაში, ანა დოლიძე კი ჯონი იმედაშვილთან სახლში მივიდა. წარმოიდგინე, მინისტრის მოადგილე, არაოფიციალურად მიდის რიგით ჯარისკაცთან სახლში. ასეთი რაღაცები არ ხდება. ფაქტი იყო ერთი რაღაცა, რომ მათ აინტერესებდათ ეს ფაქტი, რომ წაეღოთ ყველაფერი ამერიკის საელჩოში. ადრე თუ გვიან, უნდა ჩატარდეს ამაზე გამოძიება, პანკისის ხეობიდან, ასადის რეჟიმისა და საწინააღმდეგოდ საბრძოლველად გაჰყავდათ მებრძოლები. იმას კი არ ვამბობ, რომ ასადის რეჟიმია კარგი. ჩვენს არმიაში მომზადებულ ჯარისკაცებს სირიაში უშვებდნენ, რომ იქ ასადის რეჟიმისა და რუსეთის წინააღმდეგ ებრძოლათ და ამით ეტრაბახა თინა ხიდაშელს ამერიკის ელჩთან. მე ახლა ტერორიზმს ვერანაირი მიმართულებით ვერ წავახალისებ. მე მოვითხოვე ამ ფაქტის გამოძიება. ამას მოჰყვა ის, რომ ჩემ წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს მუსლიმურ კონტინგენტს და მერე, მათი ჩვენებების საფუძველზე დამიბარეს სამხედრო პოლიციაში. მე დავასწარი ერთი დღით და აღნიშნული ინფორმაცია და ფოტომასალა შევიტანე საქართველოს პროკურატურაში და მოვითხოვე იმ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ვინც იბარებდა ჩემს ჯარისკაცებს, ვინც „ამუშავებდა“ მათ, ვინც ყალბ საქმეებს თხზავდა. მოვითხოვე პასუხი კითხვაზე, რა უნდოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ჩემი ჯარისკაცის სახლში. პროკურატურამ ამ საქმეზე მოკვლევა დაიწყო. მიმიყვანეს სამხედრო პოლიციაში, რომლის უფროსიც, თინა ხიდაშელის ქმრის, დავით უსუფაშვილის კლასელი, სერგო ძაგნიძე იყო. ჩემთვის ოფიციალური ბრალი წაყენება ვერ გაბედა სამხედრო პოლიციამ, გამაცნო მარტო საქმე, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ მიცემული ჯარისკაცთა ჩვენებები. პროკურორმა სამხედრო პოლიციაში მოსვლა არ იკადრა, რომ ჩემთვის ბრალი წაეყენებინა. ვერ წამიყენეს ბრალი, რადგან ფაქტები გაყალბებული იყო. თუმცა, შეიარაღებული ძალებიდან გამომიშვეს. ეს ხდება 2016 წელს და მე ვიყავი ოცმეთაური.
– დათო, წეღანდელ შენს ნათქვამს დავაზუსტებ. გიორგი თავდგირიძემ ასე გითხრა, რომ იმედაშვილისნაირი 15 ტერორისტი გვყავსო?
– კი. უფრო უარესიც. ჩვენთან ემზადებიანო, აქო, შემდეგ მიდიანო და ამ საბრძოლო გამოცდილებებს იყენებენო ტერორისტული საქმიანობისთვისო. ეს მითხრა უშუალოდ გიორგი თავდგირიძემ, რომელიც იყო თინა ხიდაშელის მრჩეველი სამხედრო საკითხებში. თავდაცვის სამინისტროდან მომიშორეს. დამალეს შეიარაღებისა და ტექნიკის ბაზაზე ბავშვების წამება, ეს ტერორისტული მოვლენები და თურქული საქმე წაახალისეს. თინა ხიდაშელმა მინისტრის პოსტი როდესაც დატოვა, ესენი უკვე ჰიბრიდულ ველზე გაიშალნენ. გავიგეთ, რომ თურმე გიორგი მოლოდინს აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“, რომელსაც აფინანსებს თურქული სპეცსამსახური და ამბობს, რომ თითქოს საკუთარი სახსრებით აფინანსებს?! გიორგი მოლოდინმა, თავდაცვის სამინისტროდან ბექა ქირია და მარიამ თათაიშვილი პოლიტიკური მოტივით დაითხოვა. პროფესიონალი კადრების პოლიტიკურ დევნას ეწეოდა. ქირიამ და თათაიშვილმა ჯერ პრესკონფერენცია გამართეს, მერე სასამართლო პროცესები მოუგეს თავდაცვის სამინისტროს. სამაგიეროდ, საკუთარი ცოლის დაქალები მიჰყავდა და ასაქმებდა სამინისტროში. სულ მიკვირდა, ეს პიროვნება საიდან მოვიდა, როგორ მოხვდა თავდაცვის სამინისტროში. „ნაცების“ ცნობილი ჯალათი, გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“ და გიორგი მოლოდინის ცოლი, სოფო დგებუაძე ნათესავები არიან. თინა ხიდაშელმა და გიგა ბოკერიამ შეტენეს კიდევ მოლოდინი სამინისტროში. „ნაცების“ დროს ბევრი დევნა გადავიტანე, 2011 წლის საქმეებზე სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული ჩემს დევნაზე და რამდენიმე კაცის წინააღმდეგ მივეცი ჩვენება, მათ შორის, „მასტერაც“ იყო. ამის მერე აღარ გამკვირვებია ის დევნა, რასაც ჩემზე ანხორციელებს გიორგი მოლოდინი. ეტყობა, „მასტერას“ გამო იძიებს შურს. თუმცა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ თურქული დაზვერვის ჩართულობა იქნებოდა ამ ყველაფერში, თან ქვეყნის არმიის გულში. არ მპატიობენ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროდან გამომაგდეს, მაგრამ სამოქალაქო სექტორიდან, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, შევუშალე ხელი თინა ხიდაშელს და არ მივეცი საშუალება ქართული ჯარის მეჩეთიზაციაში. როდესაც დამითხოვეს, „ქართული ოცნების“ ოფისშიც მივედი. ვუთხარი, თქვე დედაატირებულებო, ინგრევა ქვეყანა, ჯარს აქცევს თინა ხიდაშელი და მიხედეთ–მეთქი. რა ვქნათო, ჩვენ პოლიტიკური კრიზისი გვქვს „რესპუბლიკურ პარტიასთანო“ და იძულებულნი ვართ, ეს ყველაფერი მოვუთმინოთო. არ მახსოვს მისი სახელი და გვარი, ვისაც ველაპარაკე, მაგრამ სპეციალურად დამიბარეს, გამომკითხეს ყველაფერი და შეშფოთდნენ, როგორც იციან ხოლმე. ვუთხარი, თუ ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყვება, მე ვიქნები თქვენი დაუძინებელი მტერი და ასეც არის. ჯარი პოლიტიზირებულია, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ.
გიორგი მოლოდინს შექმნილი აქვს ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება პროთურქულ ინტერესებს. მას დავალებული აქვს, გააკეთოს პროთურქული სტატიების ანალიზი და მერე გამოაქვეყნოს ეს თავისი, რეალურად, პროთურქული ხედვები. თუმცა, მას ანალიზის უნარი არ გააჩნია, ეს არ არის ანალიტიკა და ანალიზი, ეს ონანიზმია. მოლოდინს სურს გააყალბოს ისტორია, რაც ჰიბრიდული ქვედანაყოფის ერთ–ერთი მაღალშედეგიანი ნიშანია. საზოგადოების ცნობიერებაზე მოქმედებს, რომ თურმე თურქი, რომელიც ათეულობით საუკუნის განმავლობაში გვიპყრობდა, გვაოხრებდა, სარწმუნოებას გვართმებდა, ჩვენი ისტორიული მტერი კი არა, ისტორიული მეგობარია. მის სტატიებში ეს ყველაფერი გამოსჭვივის. ატყუებს ახალგაზრდებს, ვინც ისტორია არ იცის. თითქოს ებრძვის რუსეთს და რეალურად ებრძვის რუსეთს თურქეთის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ საქართველოში შეიქმნას პლაცდარმი, თურქული ინტერესებისთვის, საქართველოში მოხდეს თურქული ინტერესების გატარება რუსეთის წინააღმდეგ. ისედაც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს ქართველებსა და რუსებს ომის შემდეგ და კიდევ ძაბავს ურთიერთობას თურქეთის სასარგებლოდ. ამას ყველაფერს კითხულობს, ჩვენი დაზვერვა და ხმას არ იღებს, რეაქცია არ აქვს. აქვე ჩაბმულია თურქეთის ენერგოინტერესები საქართველოში, კერძოდ, „ნამახვანჰესი“. ამ ჰესის მშენებლობასაც „აპრავებს“ მოლოდინი. გამოაქვეყნს სტატია, სადაც მკითხველს უყვება, როგორ მოიპოვა თურქეთმა ენერგოდამოუკიდებლობა. რომელ ენეგოდამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, როდესაც ზამთარში თურქეთი საქართველოსგან ყიდულობს ელექტროენერგიას და ეს ცნობილი ამბავია. დღეს თურქეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის საქართველოში შექმნას ისეთი ეკოლოგიური საფრთხეების რომ საჭირო დროს, გაანეიტრალოს მთელი დასავლეთ საქართველო. ეს კლასიკური მაგალითია. „ნამახვანჰესი“ თუ აშენდა და დავუშვათ, რაიმე კატასტროფა მოხდა ამ ჰესზე ან მიწისძვრა მოხდა, 30 მეტრიანი ტალღა 19 წუთში მოაღწევს ქუთაისამდე. თურქეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ეკოლოგიური და უსაფრთხოების პრობლემები შექმნას ენერგეტიკული უსაფრთხოების შირმის ქვეშ. თურქეთის ინტერესია, რომ სტრატეგიული დაზიანების ელემენტები იყოს ჩვენს ქვეყანაში. ეს უფრო სიღრმისეულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენმა მოღალატეობრივმა ხელისუფლებამ 99 წლით მიჰყიდა თურქებს მთელი რიონის ხეობა და ამის გამო, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში იყო ჩართული. ხელშეკრულების ნაწილი გასაჯაროვდა და ეს სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო ღალატი. ასეთმა ეტაპობრივმა ნაბიჯებმა, როგორებიც არის თურქული სერიალები, თურქული სკოლები, ლიცეუმები და უნივერსიტეტები საქართველოში, მოლოდინისნაირი პერსონები, თურქული ბიზნესის ექსპანსია საქართველოში, მეტადრე, საზოგადოების ცნობიერებაზე უკვე მოახდინა გავლენა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, თურქულმა ელემენტებმა, გაიტანეს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის შესახებ. დაიწყეს ამ ინფორმაციის გასაჯაროება კონკრეტული პირების კომპრომეტაციის მიზნით. გიორგი მოლოდინმა გამოაქვეყნა ჩემი პირადი ნამსახურეობის სია, რაც „გრიფით საიდუმლო“ ინფორმაციაა. ეს არის კრიმინალი და დანაშული. ჩვენი უშიშროება ამაზე სდუმს და გამოძიებას არ იწყებს,ამით კი ხელს უწყობს პროთურქული მიმართულების ელემენტების უკანონო საქმიანობას. ამას აკეთებს გიორგი ლილუაშვილი. მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან. გიორგი მოლოდინის დავალებით, ის თურქული ჯგუფი, რომელიც დამიპირისპირდა, ჩემს წინააღდეგ ცრუ ჩვენება მისცეს, ახლა ისევ გააქტიურდა. იგივე ჯონი იმედაშვილი, სხვები საფრანგეთში არ მასვენებენ, ცდილობენ ჩემს დაშინებას, დაშანტაჟებას და მემუქრებიან ლიკვიდაციით. ჯონი იმედაშვილი „ფეისბუკზე“ დარეგისტრირებულია ჯონ უშელსსკი – ფსევდონიმით, თუმცა, ვინაობას არ მალავს, საკუთარი ფოტოები უდევს. ამ მუქარის მესიჯებს მოგცემთ და გამოაქვეყნეთ. ესენი გეგმავენ დანაშაულის ჩადენას საფრანგეთის ტერიტორიაზე და ამაზე საქართველოს შ.ს. სამინისტრო არ რეაგირებს. ცხადია, ეს ყველაფერი საფრანგეთის პოლიციას გავაცანი, რომ მოლოდინისთანა, მისი ამფსონებისთანა პერსონებს, დემოკრატიულ სამყაროში შემოსვლა აეკრძალოთ მე ვარ საქართველოს მოქალაქე და მაქვს ქართული პასპორტი. მოვუწოდებ, შსს–ს, პროკურატურას, დაუყონებლივ დაიწყონ გამოძიება და ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ამას არ გააკეთებენ, უახლოეს დღეებში, დაიწყება საპროტესტო აქციები ამ უწყებებთან ამავე მოთხოვნით. მე მყავს მხარდამჭერები საქართველოში და ის ხალხი გააკეთებს ამას.
ახლა ერთ ექსკლუზივს გეტყვი, მაგრამ არ მკითხო, რომელ წელს მოხდა. აფხაზეთში, თურქული გემით, შეიტანეს 100 000 თურქული პასპორტი. დღეს აფხაზეთში 100 000 თურქეთის მოქალაქე ცხოვრობს. მეორედაც აპირებდნენ გემით პასპორტების შეტანას, მაგრამ საქართველოს საზღვაო ძალებმა ეს გემი დააკავეს და პასპორტები ამოიღეს. მოვუწოდებ საქართველოს შ.ს. სამინისტროს, გაავრცელოს ეს ინფორმაცია, დაასახელონ დაკავებული გემის სახელწოდება, ეკიპაჟის წევრთა ვინაობა და სხვა დეტალები. გაიგოს ხალხმა, ჩვენი როგორი მოკეთეა თურქეთი, როგორ მოღალატეობრივად დაძვრება საქართველოს საზღვაო აკვატორიაში და როგორ ეწევა საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის თურქიზაციას. იმას არ ვამბობ, რომ უსაფრთხოდ ვართ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ გაიგოს ხალხმა რასაც თურქეთი აკეთებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
დავით ნემსაძის ინტერვიუში ნახსენებ პირებს თუ პრეტენზიები გაუჩნდებათ, დაგვიკავშირდნენ და ჩვენ მზად ვართ, მათი ალტერნატიული პოზიცია „ალიას“ უახლოეს ნომერში გამოვაქვეყნოთ.
ლევან ჯავახიშვილი, ალია