მე მაქვს თეორიები კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მას კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით საკუთარი თეორია აქვს. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მე მაქვს თეორიები, მაგრამ მე მეცნიერი არ ვარ. სამეცნიერო საზოგადოების დასკვნას დაველოდები“ – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში ახალი ტიპის კორონავირუსი იმაზე ფართოდ იყო გავრცელებული, ვიდრე ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები იუწყებოდა.

წყარო: newposts.ge