დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს:
“მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.
ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას.
მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!”- წერს კალაძე.
პ.ს.: ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა – წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წრამოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო. /ნიუსფრონტი/