დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 75-მდე პაციენტია კორონავირუსის სხვადასხვა მუტაციით, საიდანაც სეკვენირებით დადგენილია ვირუსის 21 მუტაცია.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამები არ დაფიქსირებულა.
“დღემდე ასეთი 75-მდე ადამიანი არის სხვადასხვა კლასტერში მოთავსებული, იქიდან სეკვენირებით დადგენილია, თუ არ ვცდები, 21 სხვადასხვა მუტაცია და მათ შორის – 16 ბრიტანული.
შეფასებითი მაჩვენებლით, რომლითაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუტთან პროგნოზირების თვალსაზრისით და საერთოდ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ეს არის Health Metric ინსტიტუტი, სიეტლის უნივერსიტეტის, ჩვენგან მიდის მონაცემები და ისინი აკეთებენ მათემატიკურ მოდელირებას. გვეუბნებიან, რომ გაცილებით მეტი – 10, 15, 20%-იც შეიძლება უკვე ცირკულირებდეს ქვეყანაში ეს მუტირებული შტამები.
ყველა ბრიტანული, შეიძლება, არ იყოს, მაგრამ ჩვენ არც ერთი არ გვინახავს ჯერჯერობით და არ გვინდა, არც სამხრეთ ამერიკული და არც ბრაზილიური,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
“რუსთავი2”