ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, არანაირი სპეციალური მედიკამენტოზური მომზადება აცრების წინ საჭირო არ არის. ამის შესახებ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„არანაირი სპეციალური მედიკამენტოზური მომზადება აცრების წინ საჭირო არ არის. ძალიან მცირე გამონაკლისებია და ერთ-ერთია მეტაბლოკერები, რომლებსაც კარდიოლოგიაში რითმის დარღვევებისას იყენებენ, ის ვინც იღებს მეტაბლოკერებს რაიმე გართულება კი არ უვითარდებათ მათ, არამედ თუ მას განუვითარდა ალერგიული რეაქცია, ან ანაფილაქსია, 120,000-დან 1 შემთხვევა და ამ დროს დასჭირდა ადრენალინი მას დაუყონებლივ უნდა გავუკეთოთ ადრენალინი, სწორედ ადრენალინის მოქმედება იქნება სუსტი მეტაბლოკერის გამო.
იმ ადამიანებმა, ვინც მეტაბლოკერებს იღებენ, აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია კარდიოლოგთან და ალერგოლოგ-იმუნოლოგთან და არის 2 გზა ან დროებით შეწყვეტს პაციენტი მეტაბლოკერის გამოყენებას, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ის ვაქცინაციის ბრიგადა ამაზე გაფრთხილებული უნდა იყოს და უკიდურეს შემთხვევაში საჭირო იყოს არა ადრენალინის, არამედ სხვა მედიკამენტის, მაგალითად გლუკაგონის გამოყენება“ – განაცხადა ცერცვაძემ.
წყარო: newposts.ge