წარმოიდგენთ, რა იქნება რუსეთი, აწყობილი სახელმწიფო რომ იყოს?!დასავლეთმა იცის, ამიტომაც მუდმივი დაპირისპირებაა -დემურ გიორხელიძე

დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ვიდეოს ავრცელებს:

რუსეთი – როგორც სახელმწიფო,
მხოლოდ ერთ ასპექტში მაკვირვებს:
”როგორ არსებობს იგი დღემდე, როგორც სახელმწიფო!”
მიუხედავად იმისა, რომ ზედმიწევნით კარგად და ღრმად ვიცი მათი ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება,
მისი ხალხის ფსიქოლოგია, ამ ხალხის არარიგითი შესაძლებლობები,
მიკვირს, რადგან არავინ ისე ძარცვავს რუსეთს, როგორც თავად რუსული ელიტები; არავის ისე არ სძულს რუსეთი, როგორც მის ე.წ. ლიბერალურ ინტელექტუალურ ნაწილს და ლამის ზეიმი ექნებათ, თუ გაყიდიან ან დაამარცხებენ მას.
არავის არ განუცდია ისეთი წყვეტა ინტელექტუალური მემკვიდრეობისა, როგორც რუსებს.. არავინ უჟლეტიათ ისე უმოწყალოდ!..
აშშ-ში მასკი ხელისუფლების ხელშეწყობით უზარმაზარ ასპარეზზე გაიყვანეს (ასე იცის საღმა ინტერესმა);
რუსეთში მასკზე არანაკლები ტალანტი, რომელიც საკუთარ ფირმაში საოცარ პროექტებს აკეთებდა, წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით, – გვარად პშენიჩნი, რეკომენდაციით შეგზავნილი არარაობის მეშვეობით, არა მარტო გააკოტრეს, არამედ ჩასვეს ციხეში, გააუპატიურეს და 40 გამჭოლი ჭრილობის მიყენების შემდეგ თოკზე ჩამოკიდეს: სიმართლეს ეძებდა და… 100 მლნ რუბლის გადახდაზეც უარი უთხრა გამომძიებლებს. სიკვდილის მერე ახლა იძიებენ ამ საქმეს, მაგრამ რად გინდა!..
აი, ასეთი ნაგვები კი უკვე საუკეთესო უნივერსიტეტებს მიადგნენ მისი მეშვეობით ძარცვაზე არიან გადასული.

ეს – ზღვაში წვეთია!
კრიმინალი სპობს წესიერი და ნიჭიერი კაცის პერსპექტივას, ბიუროკრატია უსაშველოდ კორუმპირებულია და არაეფექტური.
როგორ არსებობს რუსეთი როგორც სახელმწიფო?
კარგად ვიცი რასაც ვწერ:
მიუხედავად ზემოთ აღწერილი კატასტროფისა,
რუსეთი არსებობს მისი იშვიათი მომთმენი და ნიჭიერი ხალხის შესაძლებლობის ხარჯზე!.. სწორედ იმ დახურულ ”იაშიკებში” მიზერულ ხელფასებზე ისინი ქმნიან იმას, რაც რუსეთს ხელშეუხლებელს ხდის.
ახლა თუ წარმოიდგენთ რა იქნება რუსეთი აწყობილი სახელმწიფო რომ იყოს, – მიხვდებით!
დასავლეთს წარმოდგენილი აქვს და… ასე იქნება მუდმივი დაპირისპირება, სანამ თავად რუსების ერთ-ერთი თაობა არ გააკეთებს 180-გრადუსიან შემობრუნებას.