დემენციის ნიშნების მქონე აშშ პრეზიდენტმა ბიდენ-ბაიდენმა რუსეთის ლიდერს, პრეზიდენტ პუტინს “მკვლელი” უწოდა. სხვა შემთხვევაში ეს დიდი სკანდალი იქნებოდა, რომ არა ამერიკის აშკარა დაქვეითება და დაუძლურება ბოლო წლების მანძილზე. ძლიერი არ ილანძღება და შეურაცხყოფას არ აყენებს ოპონენტებს; ძლიერი ისე რეაგირებს, როგორი რეაქციაც პუტინმა მისცა ბაიდენის შეურაცხმყოფელ გამოხტომას – სარკაზმითა და იუმორით.
ბიდენ-ბაიდენისთვის პუტინი არაკომფორტული მოწინააღმდეგეა. კაცმა რომ თქვას, პუტინი მოწინააღმდეგედ თავად ამერიკელებმა აქციეს, თორემ რუსეთის პრეზიდენტი, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილობის ინტერესებიდან გამომდინარე, დღესაც “პარტნიორებს” უწოდებს მათ და მზად არის, საერთო ინტერესებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, ითანამშრომლოს კიდეც მათთან, გარკვეულ სფეროებში. ასეთი თანამშრომლობა ბიდენ-ბაიდენმაც არ გამორიცხა, აშშ ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ესმის კი კორუფციის ჭაობში ჩაფლულ, მეხსიერებადაქვეითებულ “ჯოს” თავისი ქვეყნის ინტერესები? – საკითხავი მხოლოდ ეს არის.
პირადად ბიდენ-ბაიდენი, თავისი ნარკომანი შვილის, ჰანტერ ბიდენ-ბაიდენის საშუალებით, ხელს ითბობდა უკრაინის ენერგეტიკის სფეროში. ამერიკა ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა რომ იყოს, კორუმპირებულ ჯოს პრეზიდენტობა კი არა, მხოლოდ ციხისკენ ექნებოდა გზა ხსნილი. მართლაც რომ მკვლელმა ბიდენ-ბაიდენმა სისხლით მოარწყვევინა უკრაინა თავის კლოუნებს – პოროშენკოსა და ახლანდელ პრეზიდენტ ზელენსკის. დონბასში სისხლი დღესაც იღვრება – უკრაინისათვის უაზროდ, უმიზნოდ, მხოლოდ რუსეთისთვის საზღვარზე პრობლემის შესაქმნელად… რუსეთი ამ პრობლემას წარმატებით უმკლავდება და ყველანაირად ცდილობს, უკრაინა საბოლოოდ არ გადაიჩეხოს სისხლის მორევში, რომელსაც მას ამერიკა უმზადებს.
პროფესიით კლოუნმა ზელენსკიმ თითქმის ვერაფერს მიაღწია თავის მიერ დეკლარირებულ საპრეზიდენტო მიზნების განხორციელების თვალსაზრისით და ამიტომ სინდისზე აიღო ხელი. რეიტინგდაკარგული პრეზიდენტი, რომელსაც კარგი პროფესია ჰქონდა კლოუნი მსახიობისა, აპათიაშია ჩავარდნილი და ცდილობს, დასაჯოს ცალკეული პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ამერიკულ სისტემას არ ემორჩილებიან და მის სავარძელს ემუქრებიან. სახელისუფლებო ამოცანების მოსაგვარებლად ზელენსკის სჭირდება მწვავე ოპერატიული ფონი დონბასში და ამერიკელების წაქეზებითა და ხელშეწყობით, იგი ძაბავს კიდეც ვითარებას საკუთარ ქვეყანაში.
რაზე უნდა ელაპარაკოს პუტინი ამ კლოუნს? აქვე განვმარტავ: სიტყვა “კლოუნი” არანაირად არ გახლავთ დამაკნინებელი და უღირსი პროფესია; პირიქით. მაგრამ პოლიტიკაში როცა იჭრება კლოუნადა, სწორედ მაშინ ხდება ეს სიტყვა აუგად სახსენებელი. სწორედ ამ გაგებით ვუწოდებთ ზელენსკის “კლოუნს”. და არა მარტო ზელენსკის – განა ჩვენი მეზობელი სომხეთის პრემიერი პაშინიანი და საკუთრივ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნაკლები კლოუნები არიან? პაშინიანმა საეჭვო ექსპერიმენტები ჩაატარა თავისი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე, შეეცადა, “სოროსიზმი” დაენერგა სომხეთში ისევე, როგორც იგი საქართველოშია დანერგილი, შედეგად კი კატასტროფული მარცხი მიიღო ყარაბაღის ფრონტზე. სომხეთის არსებობასაც კი საფრთხე შეექმნა. რომ არა რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი, სომხეთი დღეს, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა.
რაც შეეხება ქ-ნ სალომეს, მისი სამეტყველო აპარატი და აზროვნების დონე ზელენსკის კლოუნადამდეც კი ვერ მივა ახლოს. ამ ქალს თავი მართლა სახელმწიფოს მეთაური ჰგონია, ამ დროს კი ვიღაც ვიგინდარები ათამაშებენ, ერთ სიტყვას არ აძვრევინებენ იმის თაობაზე, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა აწარმოოს დიალოგი რუსეთთან და მის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან. სალომე იმ ქვეყნის პრეზიდენტია, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უცხოელი დიპლომატები განიხილავენ და სწორედ მათ სიტყვას ეძლევა გადამწყვეტი მნიშვნელობა, საითკენ გადაიხრება წარმატების ისარი – ხელისუფლებისკენ თუ ოპოზიციისკენ. ნამდვილი პრეზიდენტი თავად იქნებოდა მომლაპარაკებელი და მომრიგებელი პარტიებს შორის, როგორც ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება, მაგრამ ეს ხომ საქართველოა – კლოუნების ქვეყანა!
ამიტომ, რეალობას ობიექტურად ვაფასებთ და რუსეთის, უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის მაგალითზე ვამბობთ: ლიდერი მარტო რუსეთს ჰყავს, დანარჩენებს – მხოლოდ კლოუნები!
ნიკოლოზ ბასილაშვილი